ესპანელები მამარდაშვილზე - იძულებითი ნაბიჯი, რომელმაც გაამართლა

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის მშვენიერ დებიუტს ესპანური პრესა აქტიურად ეხმაურება. ამჯერად, Recorder-ი წერს:

"ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი 199 სმ  სიმაღლის მქონე გიგანტ გიორგი მარდაშვილს მხოლოდ იძულებით(ტრავმების გამო) დაეყრდო. შედეგი? - მასპინძელთა კარი ძალიან საიმედოდ იყო დაცული.

რომ არა ქართველი მეკარე, სოლერის გოლის მიუხედავად, ვალენსიელთა გამარჯვება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ბევრი ინერვიულა.

მამარდაშვილმა ჯერ კარგად არ იცის ენა და სათანადოდ არ იცნობს პარტნიორებს, მაგრამ ამტკიცებს რომ ფეხბურთს უნივერსალური ენა აქვს.

შეხვედრის შემდეგ, ხაიმე მატა გიორგისთან მივიდა და უთხრა,
რომ მისმა გუნდმა ფრეს ქართველი გიგანტის ბრწყინვალე თამაშის გამო ვერ მიაღწია.

გიორგი მამარდაშვილი - ეს არაა ყველაზე იოლად დასამახსოვრებელი სახელი მათ შორის, რაც თქვენ გაგიგიათ, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებლად მოგიწევთ!

altრუსული მედია: ეს ის მამარდაშვილია, რომელმაც მოსკოვის "დინამო" გამოაგდო

altესპანური მედია: გიგანტია და სწრაფად დაიმახსოვრეთ მისი გვარი - მა-მარ-დაშ-ვი-ლი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული