მიქაუტაძეს შანსი არ ეძლევა და იქნებ "სერენში" დარჩენა უჯობდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში "მეცი" გასვლაზე "ნანტთან" 0:2 დამარცხდა. "მეცის" მწვრთნელმა ფრედერიკ ანტონეტიმ ხუთივე ცვლილება გამოიყენა, 20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კი მოედანზე არ შეუშვა.

შეგახსენებთ, პირველ ტურში "მეცი" საკუთარ მოედანზე "ლილს" დაუზავდა (3:3), ხოლო მიქაუტაძე 90+3-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. გიორგი გასულ სეზონში იჯარით "სერენში" თამაშობდა, რომლის ჟუპილერ ლიგაში გადასვლაში დიდი როლი ითამაშა და იქნებ, იმავე გუნდში დარჩენა უჯობდა, სადაც მეტი სათამაშო დრო და თავის გამოჩენის საშუალება მიეცემოდა. მით უმეტეს, ამ გუნდმა ჩემპიონატზე კარგი სტარტი ვერ აიღო -
4 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-15 ადგილზეა და ჩვენებურის დახმარება ძალიან სჭირდება. თუმცა, ეს უკვე ფრანგული კლუბის გადასაწყვეტია.

22 აგვისტოს "მეცი" "რეიმსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უჯობდა რას ნიშნავს, რა მის გადასაწყვეტია? თუ ასეა აგვისტოს ბოლომდე კიდეა ვადა რომ წავიდეს სერენაში ან სხვაგან სადმე.
0
ori dgis ukan liga erts viwyebto gixardot dges amas wert, ra sasaciloebi xar,
gocha
12:20 16-08-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული