"არსებობენ მეკარეები, რომლებიც საშუალო რანგის გუნდებში ეტაპობრივად პროგრესირებენ, გიორგიმ კი საპირისპირო გზა აირჩია - პირდაპირ ისეთ კლუბში ჩაირიცხა, როგორიც "ვალენსიაა" და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ქართველ მეკარეს მეორე გუნდში თამაშს უპირებდნენ.
ბორდალასის მწვრთნელობამ ტრანსფერზე დიდი გავლენა მოახდინა. "ვალენსიას" თავკაცი შემთხვევით არცერთი მოთამაშით არ ინტერესდება და როგორც ჩანს, მამარდაშვილი იყო სწორედ ის, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებდა, ამ ზაფხულს ვალენსიური გუნდის წევრი გამხდარიყო.
რა თქმა უნდა,
როცა 20 წლის მამარდაშვილის მშვენიერ დებიუტზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება კურტუა და დონარუმა არ გაგახსენდეს."
ესპანურმა გამოცემამ ამ თემაზე ლეგენდარულ მეკარე ანდრეს პალოპის კომენტარიც გამოაქვეყნა. ის ხაზს ქართველი ფეხბურთელის პიროვნულ თვისებებს, საჰაერო ორთაბრძოლებში სიმამაცესა და ფეხით კარგ თამაშს უსვამს:
"მამარდაშვილს დიდი იმპულსი აქვს და ამან შესაძლოა, შეცდომაც დააშვებინოს - მაგალითად, საჰაერო ორთაბრძოლებში იქ შევიდეს, სადაც მცველები უკეთ ითამაშებენ. ის დიდი ტალანტია და განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად უნდა გააგრძელოს."
Las Provincias-ი ბოლოს წერს, რომ "ვალენსიამ" უნდა გადაწყვიტოს, მოაწერს თუ არა მამარდაშვილთან სრულფასოვან კონტრაქტს ხელს. ამ შემთხვევაში მათ თბილისის "დინამოსთვის" დაახლოებით მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
შეგახსენებთ, მამარდაშვილმა ლა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. "ვალენსია" 21 აგვისტოს "გრანადას" ესტუმრება. ქართველ მეკარეს ამ გუნდის წინააღმდეგ თბილისის "ლოკომოტივის" მაისურით უკვე უთამაშია.
ესპანელები მამარდაშვილზე - იძულებითი ნაბიჯი, რომელმაც გაამართლა