რუსი ჟურნალისტი: ირაკლი აზაროვის დამატება ბელგიის ჩემპიონს და ცნობილ რუსულ გუნდს სურთ

AutoSharing Option
ცნობილი რუსი ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმის "დინამოს" მცველის, ირაკლი აზაროვის დამატება "კრასნოდარსა" და "ბრიუგეს" სურთ.

"მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში თავი გამოიჩინა, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი უფრო და უფრო გაიზარდა.

მაგალითისთვის, მოსკოვის "დინამომ" ლუკა გაგნიძე დაიმატა, რომელიც შემდეგში "ურალში" გაანათხოვრა.

ჩემი ინფორმაციით, "კრასნოდარი" ირაკლი აზაროვს ადევნებს თვალს და მისი დამატება სურს", - ამბობს არუსტამიანი თავის ტელეგრამ-არხზე.

ამას გარდა, რუსი ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ აზაროვის ტრანსფერის გაჩარხვა ბელგიის მოქმედ ჩემპიონ "ბრიუგესაც" სურს.

მას შემდეგ, რაც ამ
გუნდმა მიმდინარე ზაფხულს ორი მცველი - ტომას ვან დე კეიბუსი და დავიდ ოკერეკე გაასხვისა, კლუბი აუცილებლობის წინაშე დადგა, რომ მარცხენა მცველი შეიძინოს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ჩვენებური ჰყავს შეგულებული.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქვე გეტყვით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აზაროვის საკუთარ რიგებში ხილვა ზაგრების "დინამოსაც" სურს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
როდის უნდა ისწავლონ ქართულმა კლუბებმა, რომ ჩვენი ტალანტები კაპიკებში არ ჩაუგდონ სხვებს ხელში. იმხელა თანხა უნდა მოითხოვონ რომ სკამზე დასმა აღარ უღირდეთ ევროპულ კლუბებს ყიდვის შემთხვევაში.
შაკო
15:20 16-08-2021
0
კარგი ბიჭები მოდიან, მამარდაშვილის, აზაროვის, კვარას, ჩაკვეტაძის, გაგნიძის, მიქაუტაძის ირგვლივ შეიძლება მაგარი ნაკრების შეკვრა. მთავარია პროფესიონალურად მიუდგნენ საქმეს და კარგ კლუბებში მნიშვნელოვანი როლები ჰქონდეთ. იმედია ასეც მოხდება და ბევრჯერ გაგვახარებენ.
თბილისელი
15:29 16-08-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული