როგორც კვიპროსული Balla წერს, საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და უკვე "აპოელთან" ერთად ვარჯიშს შეუდგა.
კვიპროსის 2021-22 წლების ჩემპიონატი სტარტს 21 აგვისტოს აიღებს, "აპოელი" კი, სადაც ასევე გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი გამოდიან, "პაფოსს" ესტუმრება.
მოსამზადებელ შეკრებაზე ოქრიაშვილსა და დაუშვილს საკმაოდ ბევრი გაუცდათ, თუმცა ჩემპიონატის სტარტისთვის მომჯობინებას ორივე ახერხებს. ამის შემდეგ სანაკრებო პაუზა დაიწყება, სადაც ვილი სანიოლის "ჯვაროსნები" საკუთარ მოედანზე კოსოვოსა (2 სექტემბერს, ბათუმში) და სტუმრად ესპანეთის ნაკრებს (5 სექტემბერი) დაუპირისპირდება.
16:15 17-08-2021
ოქრიაშვილი პირველი ტურისა და ნაკრებისთვის მზად იქნება
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ჩემი რჩეული 11-ეული:
---- მამარდაშვილი. ---
გიორბელიძე ხოჭოლავა კაშია ჩაბრაძე
------- კანკავა კიტე ------
კვარა --- ჩაკვე--- აზაროვი
----- ოქრიაშვილი ----
ოლე!