El PAIS - თუკი "ვალენსია" მამარდაშვილის გამოსყიდვას გადაწყვეტს...

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის მშვენიერი თამაშის მიმართ, რომელიც ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმაც დააფასა და ქართველი მეკარის სეივი პირველი ტურის საუკეთესოდ დაასახელა, ესპანური გამოხმაურებები გრძელდება. ამჯერად El PAIS-ი წერს:

"20 წლის ქართველი მეკარე, რომელიც "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში აბსოლუტურად შემთხვევით მოხვდა, გუნდის მოულოდნელ აღმოჩენად იქცა.

გიორგი, რომელიც თითქმის ორი მეტრი სიმაღლისაა, ისტორიაში, როგორც "ვალენსიას" გამარჯვების მთავარი არქიტექტორი შევიდა - მან ერთ ეპიზოდში საოცარი ბურთი მოიგერია.

თუკი ვალენსიური კლუბი თბილისის "დინამოსთვის" გამოსასყიდი თანხის გადახდას გადაწყვეტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ კიპერს ძირითად გუნდში განიხილავს."

"ვალენსია"
მორიგ ტურში, 21 აგვისტოს, "გრანადას" ესტუმრება. შეგახსენებთ, ამ კლუბის წინააღმდეგ მამარდაშვილს "ლოკომოტივის" მაისურით უასპარეზია.

altუდიდესი აღიარება - სანტიაგო კანისარესის აზრით, "ვალენსიას" ძირითადის მეკარე გიორგი მამარდაშვილი უნდა იყოს

altმამარდაშვილი ტურის სიმბოლურში არაერთ გამოცემას შეჰყავს

altმამარდაშვილი ესპანელებს კურტუასა და დონარუმას ახსენებთ


მკითხველის კომენტარები / 3 /
სილესენს მოიშორებენ მაღალი ხელფასის გამო სტაბილურია მამარდაშვილი და იაფი შესანახი უფრო მომავალში დიდ ფულს იშოვიან მამარდაშვილით.
Tete1234
01:05 19-08-2021
0
ძალიან, ძალიან გამიხარდება თუკი ვალენსია გიორგის გამოისყიდის, რაც აბსოლუტურად ლოგიკური იქნება. თუმცა, ეიფორია არაა საჭირო - ესპანელები ჯერჯერობით ისევ უკვირდებიან მამარდაშვილს. ამაზე თუნდაც კანისარესის სიტყვებიც მეტყველებს, რომელმაც, ერთი მხრივ გიორგი მოცემულ მომენტში ძირითად მეკარედ განიხილა, თუმცა იქვე დასძინა, მომავალში ვნახოთო. უფალს ვთხოვ, გიორგიმ სტაბილური თამაში გააგრძელოს, მეორე ტურშიც გვანახოს კლასი და ვალენსიამაც წარმატებას მიაღწიოს!
სიმართლე
14:25 18-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული