კიტეიშვილის მიერ მოპოვებული პენალტი და გოლი - "შტურმი" ევროპა ლიგასთან ახლოსაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში "შტურმმა" სლოვენიაში "მურა" 3:1 დაამარცხა.

დებიუტში მასპინძლები დაწინაურდნენ, შემდეგ კი, თამამად შეიძლება ითქვას, ოთარ კიტეიშვილმა "თამაში გააკეთა": ის მე-18 წუთზე წააქციეს და პენალტით ანგარიში იაკობ იანჩერმა გაათანაბრა, მე-60 წუთზე კი ოთარმა კელვინ იებოას პასით თავურით გრაცული გუნდი წინ გაიყვანა. 63-ე წუთზე "მურას" კარი იებოამ დალაშქრა, მატჩის ბედი გადაწყდა და 76-ე წუთზე ჩვენებური შეცვალეს.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში ავსტრიაში გაიმართება და უნდა ითქვას, "შტურმი" უკვე ცალი ფეხით ტურნირის ჯგუფურ ეტაპზეა.

alt

და გოლი - "შტურმი" ევროპა ლიგასთან ახლოსაა" style="height: 50px; width: 50px;" />კარგ ფორმაში მყოფ კიტეიშვილსა და "შტურმს" ცნობილი არბიტრი განსჯის
მკითხველის კომენტარები / 4 /
კიტე ოქრო ხარ !
1
ჩემი აზრით კიტე დღეს ისეთ დონეზეა რომ თავისუფლად შეუძლია ბუნდესლიგის და სერია ა ს დონეზე ითამაშოს თავის გუნდში ყველას აღემატება კლასით ახლა დაიწყო სეზონი და უკვე 3 გოლი აქვს გატანილი იმედი მაქვს ასე გაგრძელებს თამაშს და ამ სეზონში თუ არაა შემდეგ სეზონში მაინც გადავა უკეთეს გუნდში და ჩემპიონატში კიტე იმსახურებს და შეუძლია უფრო მაღალ დონეზ თამაში წარმატებები კიტეიშვილს.
ზურა
03:58 20-08-2021
0

სიახლეები პოპულარული