ლორია საუკეთესო იყო, ქეცბაიას გულშემატკივრების ეიმედება

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "ანორთოსისმა" ისრაელში, "ბეერ შევას" წინააღმდეგ უგოლო ფრე (0:0) ითამაშა. კვიპროსელთა რიგებში გიორგი ლორია გამორჩეული იყო.

საქართველოს ნაკრების კიპერის ანგარიშზე სამი სეივი იყო. ლორიამ ერთხელ რთული საჯარიმო დარტყმა მოიგერია. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ შეხვედრა შეაფასა:

"თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ამ დუელის ბედი მეორე თამაშის შემდეგ გადაწყდებოდა. ჩვენ ნამდვილად ბევრად უკეთესები ვიყავით, ვიდრე "რაპიდთან" პირველ შეხვედრაში, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არაა. "ანტონის პაპადოპულოსზე" ბევრი ძალისხმევა დაგვჭირდება. ვიმედოვნებ, რომ ხალხი სტადიონს შეავსებს და ამით სამუშაოს გაგვიადვილებს.

ჩვენ დიდი ზეწოლის ქვეშ
ვიყავით. ეს იოლი მატჩი არ ყოფილა. მათ საგოლე შანსები ჰქონდათ. "ბეერ შევა" არის კარგი გუნდი, რომელმაც ამ პერიოდში ჩვენზე მეტი შეხვედრა გამართა და ნაკლები პრობლემაც ჰქონდა".

"ანორთოსისი", რომელსაც ტრავმის გამო ნიკა კაჭარავა ვერ ეხმარება, პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრამდე, უახლოეს უქმეებზე, კვიპროსის ჩემპიონატს დაიწყებს.

altხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" "სივასპორს" სძლია - კაშიასა და კანკავას "სლოვანი" პირეოსში დამარცხდა

altკიტეიშვილის მიერ მოპოვებული პენალტი და გოლი - "შტურმი" ევროპა ლიგასთან ახლოსაა [VIDEO]

altხოჭოლავას რევანშის შანსი და ქეცბაია თანაბარ მეტოქესთან




"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული