მამარდაშვილის მიჯრით მეორე მატჩი ლა ლიგაში და "ვალენსიას" მიღწეული ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 წლის ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.

პრიმერას მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „გრანადას" დაუზავდა - 1:1.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირტესობას ფლობდნენ, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს - სწრაფი კონტრშეტევისას სუარესმა ალდერეტეს პოზიციური შეცდომით ისარგებლა, ბაკას პასი მიიღო და ანგარიში გახსნა. მამარდაშვილის გაშვებულ გოლში დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან კარიდანაც ვერ გამოვიდოდა და ბურთის მოგერიებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. „ვალენსიამ“ კი თავისი შანსები ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმი „გრანადამ“ უკეთ ჩაატარა, დასაწყისში მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სანჩესმა ახლო
მანძილიდან ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გონალონს არ დაანება გატანა. თითქოს „ვალენსია“ მარცხისთვის განწირული იყო, მაგრამ შეხვედრის დასასრულს პენალტი მოიპოვა, რომელიც სოლერმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა. 90-ე წუთზე მონტორომ მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა (ხელით თამაშსაც ჰქონდა ადგილი).

28 აგვისტოს „ვალენსია“ „ალავესს“ უმასპინძლებს და ვნახოთ, კვლავ გამოუცხადებს თუ არა მწვრთნელი ბორდალასი ჩვენებურს ნდობას.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ამ ბურთის აუღებლობაში ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ გიორგის,მაგრამ კარგი მეკარე ამ ბურთს აიღებდა, მან ცოტა დააგვიანა ნახტომი. ამის გამო არა მგონია მწვრთნელმა სათადარიგო სკამზე დასვას. ისე ზოგიერთებს აქ მინდა შევახსენო, რომ მეკარე როგორიც არ უნდა იყოს ის ზოგჯერ უშვებს გოლს!
დავით 67
22 აგვისტო 2021 16:28
2
რა ჭირდა დღეს მამარდაშვილს უძილარი იყო? რას გავდა
ემიგრანტი
21 აგვისტო 2021 23:52
54
მორჩა ვერ ეღირსება აწი თამაშს,მოუწევს დუბლებში თამაში, ძალიან ცუდი იყო გუშინ,ეტყობა აუარდა თავში
საიმონ
22 აგვისტო 2021 08:16
38
ჯერ ქართულად წერა ისწავლეთ და მერე განიკითხეთ სხვები
იდალგო
22 აგვისტო 2021 16:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული