AS წერს:
"მამარდაშვილი, სადებიუტო მატჩთან შედარებით, ნაკლებად დამაჯერებელი იყო. როცა საკუთარ კარში ბურთს საწყის წუთებში უშვებ, შემდეგ ასეც ხდება.
მეკარე გამოსვლებს აგვიანებდა. სტანდარტულიდან დარტყმის შემდეგ, სწორი პოზიციის წყალობით დროულად რეაგირება მოახერხა."
Sofascore-მ გიორგის 6,4, Whoscored-მა კი 5,9 მიანიჭა. ორივე შემთხვევაში, ეს "ვალენსიას" რიგებში ყველაზე დაბალი შეფასება იყო.
"ვალენსია" მესამე ტურში, 28 აგვისტოს, "ალავესს" უმასპინძლებს, რასაც სანაკრებო პაუზა მოჰყვება.
მამარდაშვილის მიჯრით მეორე მატჩი ლა ლიგაში და "ვალენსიას" მიღწეული ფრე [VIDEO]