
"ჩვენმა დაცვის ახალმა წევრმა ხოჭოლავამ თავისი მაღალი კლასი როგორც ორთაბრძოლებში, ასევე გამარჯვების სურვილსა და ლიდერულ თვისებებში გამოავლინა" - წერს "კოპენჰაგენი" და მას ვიდეოსაც ურთავს, სადაც თანაგუნდელები ქართველ მცველზე საუბრობენ.

საკუთარ ჩემპიონატში ხოჭოლავას გუნდი , 5 ტურის შემდეგ, წაუგებლად ასპარეზობს, ქართველის ანგარიშზე კი ერთი გოლია. დანიელებმა კონფერენს ლიგის პლეი-ოფშიც გააღწიეს, სადაც პირველ მატჩში ბათუმის "დინამოს" მძლეველი "სივასპორი" სტუმრად დაამარცხეს (2:1).
სანაკრებო
"კოპენჰაგენოსა" და "სონდერისკეს" შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" "სივასპორს" სძლია - კაშიასა და კანკავას "სლოვანი" პირეოსში დამარცხდა