"ყოველგვარი სირთულის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის პირველ ტურში ძირითად შემადგენლობაში იყო. გრანადაში გამართული მატჩი არ ნიშნავს, რომ სილესენი სასტარტოში აუცილებლად დაბრუნდება. მამარდაშვილი საკუთარ მოვალეობას წარმატებით ასრულებს და სანამ მისი თამაში კვლავაც დამაჯერებელი იქნება, ის ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.
ქართველმა მეკარემ უნდა გააუმჯობესოს ისეთი უნარები, როგორებიცაა გამოსვლა, ფეხით თამაში
უფრო საკამათოა რივეროსა და ხაუმეს მდგომარეობა. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ პირველი მათგანისთვის იჯარა კარგი იქნება, მაგრამ როდესაც სატრანსფერო ბაზარი თითქმის დასრულებულია, მეორე დივიზიონის გარდა, საინტერესო გუნდი არ ჩანს.
დომენეკი, სავარაუდოდ, მესამე მეკარედ დარჩება და მას ფაქტობრივად, თამაშის საშუალება მხოლოდ თასზე მიეცემა. ის მამარდაშვილისა და სილესენისგან საკმაოდ შორს დგას."
"ვალენსია" 28 აგვისტოს "ალავესს" უმასპინძლებს. ამის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. ლა ლიგაში ვალენსიელთა მორიგი შეხვედრა 12 სექტემბერს, სტუმრად "ოსასუნას" წინააღმდეგ იქნება.
მამარდაშვილს ესპანელები აფასებენ - როცა გოლს დებიუტში უშვებ...