letsgometz: მიქაუტაძე "მეცში" შანსს იმსახურებდა!

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მომავლის ირგვლივ ისევ საკმაოდ ბევრი იწერება. ამჯერად letsgometz-ი წერს:

"ბელგიის რანგით მეორე ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, როცა მიქაუტაძე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ის "მეცის" რიგებში შანსს ნამდვილად იმსახურებდა.

ქართველმა ფორვარდმა ამხანაგურ მატჩებში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მას სათამაშო დროის პრობლემა მაინც შეექმნა.

როგორც სხვადასხვა წყარო წერს, გიორგი ისევ "სერენს" დაუბრუნდება. გუნდი ახალ შემატებას ეძებდა და შეუძლია დაიბრუნოს მოთამაშე, რომელსაც ადაპტაციის პრობლემა არ ექნება. საკუთარი სიძლიერის დამტკიცებას ქართველი ფეხბურთელი კიდევ ერთხელ ეცდება."

გიორგი მიქაუტაძის, რომელიც ვილი სანიოლმა
"ჯვაროსნებში" სექტემბრის მატჩებისთვის გამოიძახა, საკლუბო მომავალი სანაკრებო პაუზამდე უნდა გაირკვეს. შეგახსენებთ, მან რუმინელთა წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

alt"დღეს ეს ხუმრობა აღარაა" - მიქაუტაძე დაბრუნებასთან ახლოსაა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული