"ტოტენჰემი" ტრაორეს ვეღარ იმატებს - ეს კვარაცხელიასთვის შანსია?

AutoSharing Option
ავტორიტეტული The Times-ი წერს, რომ "ტოტენჰემი" "ვულვზს" ესპანელი შემტევის, ადამა ტრაორეს ტრანსფერზე ვერ უთანხმდება.

ლონდონელები "მგლებს" 5 მილიონ ფუნტს სთავაზობენ, რითაც ისინი ფეხბურთელს ერთი სეზონით ინათხოვრებენ, "ვულვზი" კი ამის წინააღმდეგია.

საქმე იმაშია, რომ ტრაორეს გუნდთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. ამიტომ, "მგლების" ბოსებს სურთ, რომ "ტოტენჰემმა" ფორვარდის გამოსყიდვის ვალდებულება აიღოს, გარიგების საფასურმა კი 35 მილიონი ფუნტი შეადგინოს.

მსგავი სცენარით მოვლენების განვითარება კი "დეზებს" არ აწყობთ და ფეხბურთელის მხოლოდ 1 წლით დამატებაზე ფიქრობენ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

ჩვენთვის ეს ფაქტი კი საინტერესო იმითაა,
რომ "ტოტენჰემში" გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაცაა და მისი ერთ-ერთი კონკურენტი ტრაორეც გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს უფრო მორაგბეს ჰგავს.
სოსო
24 აგვისტო 2021 19:00
1
ისე, პირდაპირ ჯუღელის ტრანსფერი რომ განხორციელდეს რომელიმე გრანდში, როგორც მას უნდა, არ გამოვა? გრანდი-გრანდიო და თვითონ ითამაშოს, თუ კაია :)
კირკიტა
24 აგვისტო 2021 17:33
1
სად ჩოურტყი. მალადეც. ა იუმორი
H
24 აგვისტო 2021 23:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული