ავტორიტეტული The Times-ი წერს, რომ "ტოტენჰემი" "ვულვზს" ესპანელი შემტევის, ადამა ტრაორეს ტრანსფერზე ვერ უთანხმდება.
ლონდონელები "მგლებს" 5 მილიონ ფუნტს სთავაზობენ, რითაც ისინი ფეხბურთელს ერთი სეზონით ინათხოვრებენ, "ვულვზი" კი ამის წინააღმდეგია.
საქმე იმაშია, რომ ტრაორეს გუნდთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. ამიტომ, "მგლების" ბოსებს სურთ, რომ "ტოტენჰემმა" ფორვარდის გამოსყიდვის ვალდებულება აიღოს, გარიგების საფასურმა კი 35 მილიონი ფუნტი შეადგინოს.
მსგავი სცენარით მოვლენების განვითარება კი "დეზებს" არ აწყობთ და ფეხბურთელის მხოლოდ 1 წლით დამატებაზე ფიქრობენ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.
ჩვენთვის ეს ფაქტი კი საინტერესო იმითაა,
რომ "ტოტენჰემში" გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაცაა და მისი ერთ-ერთი კონკურენტი ტრაორეც გახლდათ.