"მანჩესტერის" შემტევის პროგრესი და ხვიჩას მე-4 ადგილი - Golden boy 2021

AutoSharing Option
იტალიური Tuttosport-ის მიერ Golden Boy 2021-ის გამოვლენა გრძელდება. ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად მე-4 ადგილს იკავებს. ქართველ ფეხბურთელზე წინ "მანჩესტერის" შემტევი მეისონი გრინვუდია.

60 მონაწილეს შორის ისევ "ბეშიქთაშის" თურქი მეკარე ერსინ დასტანოღლუ გალიდერდა - 43 942 მონაწილიდან მას მხარს 16 758 (38.1%) უჭერს. 19 წლის გრინვუდს, რომელიც "იუნაიტედის" რიგებში 20 გოლის ავტორია, 6 581 (43 942) ხმა აქვს, რაც ზუსტად 15%-ია. მესამეზე ლისაბონის "სპორტინგის" ფეხბურთელი ალექსანდრ ნუნო მენდესია 5 642 (43 942) - 12.8%.

საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბი მე-4 ადგილს იკავებს.
ხვიჩას 4 251 (43 942) ხმა აქვს, რაც პროცენტულად 9.7%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, ყოველი 20 მონაწილის გამოთიშვის შემდეგ ხმები ანულირდება. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოვლენის ბოლო ეტაპზე საქმეში ავტორიტეტული სპორტული გამოცემების ჟურნალისტებისგან შემდგარი ჟიური ჩაერთვება.

კვარაცხელიასთვის მხარდაჭერა ამ ბმულის მეშვეობით შეგიძლიათ
მკითხველის კომენტარები / 4 /
8 ხმა ნიშნავს 8 ხმას. 3 წუთში ერთჯერ შეგიძლია ხმის მიცემა ყოველი ბრაუზერიდან და მისი ინკოგნიტო (პრივატ) ფანჯრიდან. აბა, ჰე!
რეზო
22:52 25-08-2021
0
Harry Kane-მა დაწერა, რომ რჩება Tottenham-ში.
ხვიჩას იქ გადასვლის შანსი შემცირდა.
ქ. გ.
16:11 25-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული