"ქართველებით კიდევ ერთხელ მოვიხიბლე!" - კაშიასა და კანკავას წინაშე ქედს იხრიან...

AutoSharing Option
გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" ევროპა-ლიგის "პლეი-ოფში" დამარცხდა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდის წარმატებაში წვლილი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ვიცე-კაპიტანმაც შეიტანეს.

გუშინწინ, ხუთშაბათს, 26 აგვისტოს "სლოვანი" "ოლიმპიაკოსთან" მატჩში 26-ე წუთიდან კაცნაკრული იყო, თუმცა 10 კაცით მოახერხა და ფავორიტს ორჯერ გაუთანაბრა. სლოვაკური კლუბის ფანებმა კი შეხვედრაში განსაკუთრებულად ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას თამაში დააფასეს და გუნდის "ფეისბუქ გვერდზე" ყველაზე მეტი მოწონება იმ კომენტარებს ჰქონდა, რომლის ავტორებიც ქართველ ფეხბურთელებს აქებდნენ.

"ყველა ქედს ვიხრით კანკავასა და კაშიას
წინაშე! თავიანთ ასაკში, უცხო ქვეყნის კლუბისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ, ისინი გურამი და ჯაბა ჩვენი გუნდის დაცვის ორი კლდეა. ვაისმა დაგვანახა, რომ მათი ბრატისლავაში ჩამოყვანა საჭირო იყო,"- დაწერა Martin Simandl-მა.

"ქართველები მოედანზე საუკეთესოები არიან ხოლმე,"- უპასუხა Braňo Herko-მ.

"მოსვლის დღიდან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. მაშინვე ჩანდა, რომ კარგად ესმოდათ, თუ რისთვის ჩამოვიდნენ გუნდში. იგივე სხვა ტრანსფერბზე ვერ ვიტყვი,"- აღნიშნა Braňo Herko-მ.

"ოლიმპიაკოსთან" მატჩში ჩემთვის საუკეთესო კანკავა იყო. ჯერ წინ და უკან რამდენი ირბინა და მეორეც, ერთი ორთაბრძოლაც არ დაუთმია,"- დაწერა Matus Verchola-მ.

"ვუყურებ 35 წლის კაცის ფოტოს, რომელიც 90 წუთი შეუჩერებლად დარბოდა და ვფიქრობ, კანკავაზე რა უნდა ვთქვა?! ასეთი შემართებით ყველა რომ თამაშობდეს...,"- Jano Kalamenovič.

"34 წლის გურამ კაშია და 35 ჯაბა კანკავა გუნდში ყველაზე მეტს მუშაობენ. ამით ყველაფერი ნათქვამია,"- Richard Rvl.

"კაშია და კანკავა გუნდში მოსვლის შემდეგ ასაკის გამო დაიწუნეს, არა და ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან,"- Palinko Mazán

"ვინ? ვინ და "ოლიმპიაკოსთან" მატჩში უდავოდ საუკეთესო კანკავა იყო,"- David Stacho.

"ქართველებით კიდევ ერთხელ მოვიხიბლე! - უბრალოდ მაინტერესებს, კანკავამ რამდენი ირბინა,"- Andrej Barczy.

"სლოვანი" კონფერენს ლიგის ჯგუფში გიბრალტარის "ლინკოლნი", დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და  ნიკა ნინუას პაოკ-ი იქნება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი ფაქტია და დამსახურებულადაც ეკუთვნით შექება მაგრამ მათი შემცვლელი რომ არ გვყავს ნაკრებში ეგაა უბედურება.
გიგა
20:46 28-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული