სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი ტირასპოლის "შერიფის" ლეგენდასა და გენერალურ დირექტორ ვაჟა თარხნიშვილთან.
sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს ნაწყვეტს გთავაზობთ:
-რა იყო წარმატების საფუძველი?
-ეს კლუბის პრეზიდენტ ნიკოლაი გუშჩანის დამსახურებაა. წარმოიდგინეთ, ზაგრების "დინამოს" მოვუგეთ და მისალოცად რომ დავურეკე, იცით რა მითხრა? ახლა მოლდოვის ჩემპიონატში თამაში რომ გვექნება, აუცილებლად უნდა მოვიგოთო!.. ყველაფერი მისი მაქსიმალიზმიდან იწყება. "რეალი"-"ბარსელონას" თამაშს უყურებდა და მითხრა - ჩვენ ამ დონის მოთამაშეები უნდა გავზარდოთო. ასეთი პრეზიდენტი რომ გყავს, შენს საქმეს ზერელედ ვერ გააკეთებ, საკუთარ თავს მეტს სთხოვ...
ასევე, მინდა გამოვარჩიო ჩვენი მწვრთნელი - იური ვერნიდუბი, რომელსაც ჩამოსვლისას ველაპარაკე. მე "შერიფში" ევროპალიგაზე ორჯერ ვითამაშე, მან კი ლუგანსკის "ზორია" ასევე ორჯერ გაიყვანა ჯგუფურ ეტაპზე. ჩემპიონთა ლიგაში მინდა გავიდეთ-მეთქი, მან კი - მეც სწორედ ამ მიზნით ჩამოვედიო. საბედნიეროდ, ასე ვიტყოდი, ყველა ვარსკვლავი საჩვენოდ განლაგდა და ჩვენი სურვილებიც ახდა!..
-არადა, ორი წლის წინ "საბურთალომ" გამოგთიშათ ჩემპიონთა ლიგიდან. მას შემდეგ რა შეიცვალა კლუბში?
-ეს ჩვენთვის დიდი შოკი იყო! ტირასპოლის მატჩში "საბურთალომ" მართლა გვაჯობა. ალბათ, იღბალიც მის მხარეს იყო, მაგრამ იღბალი ხომ ძლიერის მხარესაა ყოველთვის და შემთხვევით არაფერი ხდება. ძალიან კარგი მოთამაშეები და მწვრთნელი ჰყავდა მაშინ "საბურთალოს"... მაგრამ ასეთი დაცემის შემდეგ წამოდგომა და წინსვლა უფრო სასიამოვნოა. სწორედ ეს შეიცვალა - შეცდომები გავაანალიზეთ და სწორი დასკვნები გამოვიტანეთ. ამას, უპირველესად, საკუთარ თავზე ვამბობ, რადგან ჩემს თავს ვეკითხებოდი მაშინ - რა ვერ გავაკეთე კარგად?
-ეს კლუბის პრეზიდენტ ნიკოლაი გუშჩანის დამსახურებაა. წარმოიდგინეთ, ზაგრების "დინამოს" მოვუგეთ და მისალოცად რომ დავურეკე, იცით რა მითხრა? ახლა მოლდოვის ჩემპიონატში თამაში რომ გვექნება, აუცილებლად უნდა მოვიგოთო!.. ყველაფერი მისი მაქსიმალიზმიდან იწყება. "რეალი"-"ბარსელონას" თამაშს უყურებდა და მითხრა - ჩვენ ამ დონის მოთამაშეები უნდა გავზარდოთო. ასეთი პრეზიდენტი რომ გყავს, შენს საქმეს ზერელედ ვერ გააკეთებ, საკუთარ თავს მეტს სთხოვ...
-არადა, ორი წლის წინ "საბურთალომ" გამოგთიშათ ჩემპიონთა ლიგიდან. მას შემდეგ რა შეიცვალა კლუბში?
-ეს ჩვენთვის დიდი შოკი იყო! ტირასპოლის მატჩში "საბურთალომ" მართლა გვაჯობა. ალბათ, იღბალიც მის მხარეს იყო, მაგრამ იღბალი ხომ ძლიერის მხარესაა ყოველთვის და შემთხვევით არაფერი ხდება. ძალიან კარგი მოთამაშეები და მწვრთნელი ჰყავდა მაშინ "საბურთალოს"... მაგრამ ასეთი დაცემის შემდეგ წამოდგომა და წინსვლა უფრო სასიამოვნოა. სწორედ ეს შეიცვალა - შეცდომები გავაანალიზეთ და სწორი დასკვნები გამოვიტანეთ. ამას, უპირველესად, საკუთარ თავზე ვამბობ, რადგან ჩემს თავს ვეკითხებოდი მაშინ - რა ვერ გავაკეთე კარგად?
სრული ინტერვიუს ხილვა lelo.ge-ზე შეგიძლიათ.