ვაკო გვილია "რაკუვში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას პოლონეთის "რაკუვში" გააგრძელებს.

გვილიამ "ლეგია" გასული სეზონის შემდეგ დატოვა და "რაკუვთან" 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

"ეს ძალიან რთული ოპერაცია იყო. ჩვენ ამ ტრანსფერზე მაისის შემდეგ ვმუშაობდით და მოხარული ვართ, რომ ჩვენ შემოგვიერთდება. გვილია 8 ნომერზე თამაშობს და იმათზე მეტი მახასიათებლები გააჩნია, ვინც ამჟამად გუნდში გვყავს, რაც თამაშისას მოქმედებების მეტ ვარიანტს შეგვძენს", - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა პაველ ტომჩიკმა.

"ვინც მომთმენია, ის ყოველთვის იმარჯვებს. აქ ვარ და ეს ყველაზე მთავარია. 100%-სა და უფრო მეტს გავაკეთებ,
რათა გუნდს რაც შეიძლება მეტი პოზიტივი შევძინო", - თქვა გვილიამ.

"რაკუვმა" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინს" სძლია, ხოლო პლეი-ოფში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტთან" დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მოუმატებს ეს ბიჭი...კარგი პასი აქვს და ხედვა მოედნის...ეხლა რეგრესი აქვს გეთანხმებით მაგრამ იმედია ბევრს იმუშავებს...წარმატებები ძმაო არც ჩემი ნათესავი ხარ და არც მეგობარი საერთოდ არ გიცნობ უბრალოდ მინდა წარმატებები გქონდეს როგორც ფეხბურთელს გაფასებ
Kulonga
22:50 31-08-2021
6
ძალიან დიდი რეგრესი აქვს გვილიას სამწუხაროდ, ლეგიაში ვითომ უნდა მოემატებინა მაგრამ ძალიან მოუკლო. ამდენი ხანია უკლუბოდაა და პოლონეთის გუნდში მოხვედრაც სახვეწარი გაუხდა . პოლონეთში ვცხოვრობ და ძალიან ცუდად არის ხალხი მის მიმართ განწყობილი რომელ კლუბშიცაა იმას აქებს და ერთგულებას ეფიცება და უკეთეს კონტრაქტზე ცვლის გუნდსო, მახსოვს გორნიკიდანაც ესე წავიდა ლეგიაში.
9

სიახლეები პოპულარული