ვაკო გვილია სხვა პოლონურ გუნდში გადადის?

AutoSharing Option
27 წლის ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ სეზონის დასრულებისთანავე "ლეგია" დატოვა და დღემდე უგუნდოდაა. sportowefakty-ს ჟურნალისტი პიოტრ კოზმინსკი იტყობინება, რომ ის ელ-მედეში გამოჩნდა, სადაც ვარშავული გუნდის ახალწვეულები მედშემოწმებას გადიან:

"გამოდის, ქართველი ბრუნდება? "ლეგიას" ბევრმა გულშემატკივარმა გამოხატა... შეშფოთება, ვინაიდან უფრო ძლიერი ნახევარმცველის დამატების იმედი აქვთ.

ნაჩქარევად კულუარებში გავიკითხეთ: ჩვენი მონაცემებით, გვილია არ ბრუნდება. ჩვენი ინფორმატორი გვარწმუნებს, რომ ეს 100%-ით უტყუარი ინფორმაციაა.

მაშ, რას უნდა ნიშნავდეს ეს? ამ სამედიცინო დაწესებულებაში მედშემოწმებას სხვა პოლონური გუნდების ფეხბურთელებიც გადიან. ასე რომ, შესაძლებელია ვაკო
სხვა გუნდისთვის იმყოფებოდა მედშემოწმებაზე. სხვა კლუბების მსგავსად, ამ პოზიციაზე მოთამაშეებს "რაკუვი" და "იაგელონია" ეძებენ".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
გვილიას ავტორიტეტი პოლონეთში მას შემდეგ დაეკარგა,რაც გორნიკიდან მის მოსისხლე მტერ ლეგიაში გადავიდა, ინტერვიუებში ამბობდა პოლონეთში სხვა გუნდში არ ვითამაშებო და ეგრევე ლეგიაში წავიდა რადგან მეტი გადაუხადეს, მაგის გამოა უარყოფითად განწყობილი ბევრი ვაკოს მიმართ
1
რაკუვში გადადის და ეს ის კლუბია რუბინი რო გამოაგდო
გიორგი
19:03 31-08-2021
0

სიახლეები პოპულარული