ნინუას გარდა, "ანორთოსისში" "პაოკის" ეგვიპტელი ლეგიონერიც გადავიდა

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "ანორთოსისი" "პაოკის" ორი ნახევარმცველით გაძლიერდა.

სალონიკური კლუბი, როგორც იქნა, ნიკა ნინუამ დატოვა და თემურ ქეცბაიას გუნდში იჯარით გადავიდა, სადაც 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გასულ სეზონში ქეცბაიას თანამემამულის თავისთან გადაბირება სურდა, მაგრამ "პაოკმა" არ გაუშვა და არც თავისთან მისცა თამაშის საშუალება.

მეორე ახალწვეული ეგვიპტის ნაკრების 27 წლის გარემარბი ამრი ვარდაა, რომელმაც განაცხადა, რომ თავდასხმაშიც შეუძლია თამაში.

ფამაგუსტური გუნდი ზაფხულში რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და მიუხედავად ამისა, მაინც გავიდა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ახლა კი კიდევ უფრო გაძლიერდა.

შეგახსენებთ,
"ანორთოსისში" გიორგი ლორია და ტრავმამორჩენილი ნიკა კაჭარავა ასპარეზობენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული