როგორც უკვე გაცნობეთ, რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განმხილველმა პალატამ მოსკოვის "ლოკომოტივს" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია საბა კვირკველიას დავალიანების გამო აუკრძალა და ბანს იქამდე არ მოუხსნის, ვიდრე ფეხბურთელს კუთვნილ თანხას ბოლომდე არ გადაუხდის.
გადაწყვეტილება კვირკველიას განცხადების საფუძველზე იქნა მიღებული, ანუ ფეხბურთელი იძულებული გახდა ეჩივლა.
"ლოკო" უმალ შეშფოთდა და რეაგირება მოახდინა. კლუბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გულშემატკივრებს სანერვიულო არაფერი აქვთ, თანხა უმნიშვნელოა და საბას თავის ფულს გადაუხდიან.
და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - თუ თანხა უმნიშვნელოა, აქამდე რატომ მიიყვანეს საქმე? მით უმეტეს "ლოკომოტივი" რუსეთის
რკინიგზას ეკუთვნის, რომელიც საკმაოდ მდიდარი ორგანიზაციაა.
კვირკველია "ლოკომოტივის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ, მწვრთნელ იური სიომინს დაემშვიდობნენ, შემდეგ კი მისი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი კვირკველია ჯერ იჯარით "როტორში" გაუშვეს, ზაფხულში კი კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს და დღემდე უგუნდოდაა. ახლა ამაზე ლაპარაკი რაღა დროისაა, მაგრამ როდესაც საბას "ლესტერი" ეპატიჟებოდა, უნდა ამდგარიყო და წასულიყო.
მოკლედ, ასე დაუფასდა კვირკველიას "ჟელეზნოდოროჟნიკებისადმი" ერთგულება.
გაიგეთ ჩიხიაა ეს რუსეთი ბოლოს ყველა ქართველს ესე ექცევა ყველა, მზე და მთვარე ამოსდიოდათ კვირკველიზე და საქმე საქმეზე რო მიდგა ))))) ეჰ კვარა დროზე თავს უშველე თორე რაც უფრო ღრმად შევურავ მაგ წუმპეში მით უფრო რთული ხდება მერე …