როგორც უკვე გაცნობეთ, რუსეთის ფეხბურთის კავშირმა მოსკოვის "ლოკომოტივს" თავისი ყოფილი მცველის, საბა კვირკველიას მიმართ დავალიანების გამო ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალა. შემდეგ "ლოკომ" განაცხადა, რომ თანხა მცირე იყო და ფეხბურთელს უახლოეს ხანში გადაუხდიდნენ.
დღეს "რკინიგზულმა" კლუბმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, ყველა ფეხბურთელის წინაშე ფინანსური ვალდებულებები შეასრულა და სატრანსფერო ბანი მოუხსნეს.
29 წლის კვირკველიას "ლოკოსთან" კონტრაქტი ზაფხულში დაუსრულდა და დღემდე უგუნდოდაა.