"ლოკომოტივმა" კვირკველიას დავალიანება დაუფარა

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, რუსეთის ფეხბურთის კავშირმა მოსკოვის "ლოკომოტივს" თავისი ყოფილი მცველის, საბა კვირკველიას მიმართ დავალიანების გამო ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალა. შემდეგ "ლოკომ" განაცხადა, რომ თანხა მცირე იყო და ფეხბურთელს უახლოეს ხანში გადაუხდიდნენ.

დღეს "რკინიგზულმა" კლუბმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, ყველა ფეხბურთელის წინაშე ფინანსური ვალდებულებები შეასრულა და სატრანსფერო ბანი მოუხსნეს.

29 წლის კვირკველიას "ლოკოსთან" კონტრაქტი ზაფხულში დაუსრულდა და დღემდე უგუნდოდაა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ ბიჭს დიდი მომავალი ქონდა. მახსოვს კაპელო რომ რუსეთში ნაკრებში დაინიშნა ამის მიწვევას აპირებდა და გულისდაწყვეტა გამოხატა რომ გაიგო საქართველოს ნაკრების წევრი რომ იყო. ძალიან კარგი მონაცემები ქონდა და ძალიან კარგი ევროპული კარიერა ელოდა . მაგრამ... უნდა აიკრძალოს 26 წლამდე ფეხბურთელების გადასვლა რუსეთში. იქედან ევროპაში გაღწევის შანსი ძალიან მცირეა. რაღაც ბნელ მაფიოზურ ბადეებში ხვდებიან და ასათიანივით, კვირკველიასავით, ანანიძესავით ასამარებენ თავის კარიერას.
არტ
22:24 07-09-2021
0
წამოდი მაქედან, დინამო ბათუმში ითამაშე
irakli
21:09 07-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული