კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა და "ურალთან" უნდა დაბრუნდეს

AutoSharing Option
როგორც ხვიჩა კვარაცხელიას "ინსტაგრამის" "სთორით" ირკვევა, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" გარემარბმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, Sportall.Ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუებში თავად ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ "კრილიასთან" დაპირისპირებაში ხვიჩას ტრავმა გაურთულდა, სარეაბილიტაციო პერიოდის კარგად წარმართვის შემთხვევაში კი "რუბინის" ლიდერი რუსეთის პრემიერლიგის განახლებას მზადყოფნაში უნდა შეხვედროდა.

Sportall.Ge

13 სექტემბერს "რუბინი", რომელსაც 5 თამაშის შემდეგ 11 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა, ლუკა გაგნიძის ბოლოადგილოსან "ურალს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების დახმარება ვერ მოახერხა, მის გარეშე კი სანიოლის გუნდს
ძალიან გაუჭირდა.

altექსკლუზივი. ხვიჩა კვარაცხელია: ტრანსფერი? დარჩენილ დღეებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს

altკვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება - ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა ჯუღელთან

მკითხველის კომენტარები / 31 /
კვარაცხელიას ყველაზე დიდი მტრები ყავს ის ადამიანები ვინც თავს იტყუებს და ვითომ ვერ ხედავს რომ ხვიჩიას ე.წ. ტრამვა სრული ბლეფია. ეხლავე უნდა ამ ბიჭს შველა წესიერი ბიჭია ბუნებით და ტყუილებს და აფერისტობას ასწავლიან. ამის გარდა ისიც უნდა გაიგოს რომ რუსეთის ჩემპიონატში გატარებული დრო მისთვის ეხლა დაკარგული დროა- პროგრესი მანდ გამორიცხულია და დიდი ალბათობით რაღაც დროის მერე რეგრესი დაეწყება. ჩაერთოს უფრო აქტიურად თავისი ტრანსფერის საქმეში თვითონ გაარკვიოს ყველაფერი თორემ ძალიან ცუდი სუნი უდის ამ საქმეს. მეშინია ასათიანის და სხვების ბედი არ გაიზიაროს
არტ
09 სექტემბერი 2021 01:06
3
საიდან ამდენი ზიზღი და სიძულვილი. სანაკრებო შეკრებიდან 10 დღე გავიდა ამასობაში ფეხბურთელი საბედნიეროდ მომჯობინდა, რაც თითოეულ გულშემატკივარს უნდა უხაროდეს,ამის მაგივრად რეებს იგონებენ და წერენ.ტრამვიანობა რას ნიშნავს სამწუხაროდ ჩაკვეტაძის მაგალითმაც გვანახა.
gio gio
08 სექტემბერი 2021 21:27
19
ამიტომაც არ გვეშველება არაფერი. მძიმე ტრავმებს უსურვებს ხალხი, ისეა გაბოროტებული. მარტში ცაში აიყვანეს ქებით და როცა ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარა ასე მოექცნენ. როგორ უნდა მოიკრიბოს მოტივაცია ამდენი ცილისწამების მერე არვიცი.
ვიმსახურებთ ყველაფერს რაც ხდება და დღევანდელ ანგარიშსაც ვიმსახურებდით, სანამ ადეკვატური ანალიზის გაკეთებას არ ვისწავლით და ვინც მართლა შრომობს და საუკეთესოა, იმის დაფასებას არ ვისწავლით.
ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ეგრე როგორ უნდა გეზიზღებოდეს, რომ მძიმე ტრავმები უსურვო, არც კი მჯერა ისეთება ვკითხულობ.
Thomas
08 სექტემბერი 2021 23:25
6
ამიტომაც არ დააყენეს ესპანეთთან მამარდაშვილი, ნეტავ ეხლაც არ დაეყენებინათ, ერთი სეივიც კი არ გაუკეთებია...(((
zaza
08 სექტემბერი 2021 23:49
3
აქ დაწერილ ყველა კომენტარს ვეთანხმები და ბევრჯერაც დამიწერია უმთავრესი ნაკრები უნდა იყოს ფეხბურთელისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა დღესდღეობით საქართველოში სამწუხაროდ კვარაცხელიაზე უფრო მაგარი ფეხბურთელი არ არსებობს გინდა ჩაკვეტაძე იყოს და გინდა წიტაიშვილი
მგელი
08 სექტემბერი 2021 20:11
5
იცოდნენ აქ რო გაპაზორდებოდნენ და არ ჩამოვიდა, ნეტაი ის მეკარეც დატეულიყო. ისე ამ ნაკრებში ყოფნა პრესტიჟია?
vaxo
08 სექტემბერი 2021 23:25
3
კიდევ რუბინის გორმა აცვია? რა ხდება იუვენტუსმა მილანმა რითი ვერ დაამთავრა პერეგავორები? ვის რად უნდა სეზონში 2-გოლი გააქვს და სამნახევარი საგოლე პასი აქვს,ნაკრებში არ მოდის რუსეთის ჰიმნზე კი გაჯგიმული დგას
ako
09 სექტემბერი 2021 09:33
4
შური გალაპარაკებს აშკარად, გეგონება შენი თამაშის საყურებლადაც ისევე დადის ხალხი როგორც ხვიჩასი)))
???
13 სექტემბერი 2021 13:16
0
იქნებ იმიტომ არ ჩამოდის რომ თამაშები წინასწარ გაყიდულია და ამ ფარსში მონაწილეობის მიღება არ უნდა.მაკედონია სომხეთი შარშან კოსოვო ახლა. თან უმაყურებლოდ გაცილებით იოლია.მე შენ გეტყვი და ფულის გამო არ იკადრებენ ვიღაცეები .
დიმა
09 სექტემბერი 2021 08:42
4
მაგარი ცხვირაბზეკილი და გაბრექილია კვარაცხელია,ჩარჩება კიდევ მაგ რუსეთში
ბავშთა სახლი
09 სექტემბერი 2021 10:48
14
ტიპი ბაზაზე ცხოვრობს და შრომობს ყოველდღე. სად დაინახეთ ამის ცხვირაწეულობა. არაფერი რომ არიცით და ისე აკეთებთ დასკვნებს ტეხავს მაგრად.
კოვიდი და ტრავმა თუ არის ცხვირაწეულობის მანიშნებელი მაშინ რა აზრი აწვს პოლემიკას )))
Thomas
09 სექტემბერი 2021 13:10
2
მაგარი ბოღმა ხარ. რაც ხვიჩას უსურვო შენ დაგემართოს და არა ხვიჩას!
???
13 სექტემბერი 2021 13:12
0
ძალიან გული დამწყდა , რომ რუსეთში მოუწია დარჩენა… იმედია მხოლოდ ზამთრამდე. ჯობდა ტოპ 5 ის რომელიმე აუტსაიდერში გადასულიყო - თუ კი იყო მაგის შანსი… თუმცა 20 მილიონი 20 წლის ბიჭში, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ 1 წარმატებული სეზონი ჰქონდა , ისიც ციფრებით არც თუ ისე გამაგიჟებელი, ისიც რუსეთში … - ძვირია ! მაგ ფასად ახლა , ამ კოვიდ-ამბებში 2/3 არანაკლებ ნიჭიერ ბრაზილიელს იყიდიან. ღმერთმა ქნას , რომ ჯანმრთელად იყოს და ხასიათი არ გაუფუჭდეს… რუსეთმა არაერთი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ჩაგვიყლაპა (მხოლოდ ანანიძე და ასათიანიც საკმარისია რომ გავიხსენოთ)
ხომ ერა
08 სექტემბერი 2021 20:58
3
აგენტები ძაან მიქარავენ, რა აღარ დაიწერა სად აღარ გადაიყვანეს, ძაან გაუჭირდება ესეთი ამბების მერე კონცენტრირება, ახალგაზრდაა და ყველაფერი მოქმედებს. სასწრაფოდ უნდა ტოპ ჩემპიონატის რომელიმე საშუალო გუნდში გადასვლა და უცებ დიდი ფულის შოვნაზე უარის თქმა თორე მივიღებთ ასათიანს, კვირკველიას, ანანიძეს. აი გული მისკდება უკვე კვარაცხელიას ამბებზე, ფეხბურთს შეაზიზღებენ
ზურა
09 სექტემბერი 2021 05:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული