კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა და "ურალთან" უნდა დაბრუნდეს

AutoSharing Option
როგორც ხვიჩა კვარაცხელიას "ინსტაგრამის" "სთორით" ირკვევა, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" გარემარბმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, Sportall.Ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუებში თავად ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ "კრილიასთან" დაპირისპირებაში ხვიჩას ტრავმა გაურთულდა, სარეაბილიტაციო პერიოდის კარგად წარმართვის შემთხვევაში კი "რუბინის" ლიდერი რუსეთის პრემიერლიგის განახლებას მზადყოფნაში უნდა შეხვედროდა.

Sportall.Ge

13 სექტემბერს "რუბინი", რომელსაც 5 თამაშის შემდეგ 11 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა, ლუკა გაგნიძის ბოლოადგილოსან "ურალს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების დახმარება ვერ მოახერხა, მის გარეშე კი სანიოლის გუნდს
ძალიან გაუჭირდა.

altექსკლუზივი. ხვიჩა კვარაცხელია: ტრანსფერი? დარჩენილ დღეებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს

altკვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება - ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა ჯუღელთან

მკითხველის კომენტარები / 31 /
ძალიან გული დამწყდა , რომ რუსეთში მოუწია დარჩენა… იმედია მხოლოდ ზამთრამდე. ჯობდა ტოპ 5 ის რომელიმე აუტსაიდერში გადასულიყო - თუ კი იყო მაგის შანსი… თუმცა 20 მილიონი 20 წლის ბიჭში, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ 1 წარმატებული სეზონი ჰქონდა , ისიც ციფრებით არც თუ ისე გამაგიჟებელი, ისიც რუსეთში … - ძვირია ! მაგ ფასად ახლა , ამ კოვიდ-ამბებში 2/3 არანაკლებ ნიჭიერ ბრაზილიელს იყიდიან. ღმერთმა ქნას , რომ ჯანმრთელად იყოს და ხასიათი არ გაუფუჭდეს… რუსეთმა არაერთი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ჩაგვიყლაპა (მხოლოდ ანანიძე და ასათიანიც საკმარისია რომ გავიხსენოთ)
ხომ ერა
08 სექტემბერი 2021 20:58
3
აქ დაწერილ ყველა კომენტარს ვეთანხმები და ბევრჯერაც დამიწერია უმთავრესი ნაკრები უნდა იყოს ფეხბურთელისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა დღესდღეობით საქართველოში სამწუხაროდ კვარაცხელიაზე უფრო მაგარი ფეხბურთელი არ არსებობს გინდა ჩაკვეტაძე იყოს და გინდა წიტაიშვილი
მგელი
08 სექტემბერი 2021 20:11
5
ოო ქეცბაია, სულ წინ გვხვდება ცხვირში შენი ნათქვამები
jigari
08 სექტემბერი 2021 20:05
1
შემდეგი ტრავმა ოქტომბერში უწევს...
zura
08 სექტემბერი 2021 19:22
7
შენ თვითონ როდის გიწევს ტრავმა?? ხვიჩას კარგად ყოფნა უნდა ისურვო და ინატრო თუ თამაშის ყურება გინდა მე მგონი ეს ყველასთვის ცხადია.მაგრამ ისე გშურს ხვიჩას ნიჭიერება რომ ხომ ხედავთ რაებს გაწერინებთ შური.აკონტროლეთ საკუთარი შური და ბოღმა და ყველაფერი დალაგდება მაშინ))
???
13 სექტემბერი 2021 13:42
0
ტრავმა ქონდა კიტეიშვილსაც ჩამოვიდა ეცადა ეთამაშა გაიმიზეზა და წავიდა . ამან კი ჩამოსვლაც არ იკადრა . კიტეიშვილს ასმაგათ ვაფასებ მაგის მერე .
ტოტტი
08 სექტემბერი 2021 18:26
12
რათქმაუნდა ჩამოვიდეს და აქ გასინჯავენ ექიმები მარა ის ჯუღელი საშინელი არსებაა.მახსოვს ამისულაშვილის რევიშვილის ყველა მისი აგენტები ზუსტად ეგრე იქცეოდნენ
911
08 სექტემბერი 2021 19:26
1
იმედია წიტაიშვილს უფრო ხშირად ვნახავთ ნაკრებში. გადამწყვეტ მატჩებში დაგვაღალატა
გოგა
08 სექტემბერი 2021 18:24
5
ჰე მიდი გაიქეცი ახლა, ოქტომბრამდე შეგიძლია თამაშიო უთხრეს, მერე ნაკრების თამაშები იქნება და ისევ დაგასვენებთ ლაზარეთშიო
მეველე
08 სექტემბერი 2021 18:13
7
ავშენებულვართ ეგ არის,რადგან კვარა ურალთან ითამაშებს, გააკეთებს ახლა რამდენიმე ფინტს რუსეის პრემიერ ლიგის ბოლოადგილოსან გუნნთთან და დაიწყება მორიგი ზღაპრები: მილანის,რეალის,ლივერპულის,ჩელსის და ა.შ შესახებ,ამასობაში მოვა სანაკრებო თამაშები და .....
Razvetka
08 სექტემბერი 2021 18:10
6
ტრავმისგან გამოჯანმრთელების პროცესშია და იმის მაგივრად, რომ უხაროდეთ რეებს წერენ. ერთი წელი რომ ვერ ეთამაშა მაგ ტრავმის გამო, უფრო დარწმუნდებოდით რომ ნამდვილად ტრავმა ჰქონდა?
ზოგი იმასაც წერთ, კოვიდი მოიგონაო.
ნეტა ეს ბიჭი ამ კომენტარებს არ კითხულობდეს.
ორი ტურიც იმიტომ გააცდინა რუბინში,რომ ნაკრებში არ გამოსაშვებად ტრავმას იგონებდნენ და უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო...
მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა რუბინმა მის გარეშე და ესენი კიდე ტრავმა მოიგონაო და წყევლიან ტიპს
Thomas
08 სექტემბერი 2021 17:27
29
მეც გაოცებული ვარ რა ბოღმა ხალხი ყოფილა, რა უნდათ ვერ გავიგე, რუბინში რომ ეთამაშა იმ პერიოდში კიდე მესმის ეჭვი გაჩენილიყო,იმაზე იბოღმება ეს კატეგორია რომ ხვიჩას გარეშე განადგურდა ნაკრები და რეალურად გამოჩნდა ხვიჩას ფასი ნაკრებისთვის.ის სად ითამაშებს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია კარგად იყოს და მაშინ ნაკრებიც კარგად იქნება. თვითონ კიდე სადაცაა არ წუწუნებს და კარგი მწვრთნელიც ყავს.დაოკდით ეს შურიანები რა, თუმცა ყოველთვის ესეა, ნიჭიერის ბევრს შურს.
???
13 სექტემბერი 2021 15:34
0
მაგრათ გვატყუებენ ჯუღელი საიმანოვი და კვარაცხელია .
ტოტტი
08 სექტემბერი 2021 17:07
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული