საიმანოვი: ხვიჩაზე რუბლიც არავის შემოუთავაზებია - ახლა დამშვიდდა და ითამაშებს

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა Бизнес Online-თან გუნდში დარჩენილ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ხვიჩა არ წავიდა და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ დარჩა. ჩვენ წინაშე მისი გაყიდვის ამოცანა არ იდგა, უბრალოდ ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მისით მრავალი კლუბია დაინტერესებული. შეძენაზე კი არც ერთი წინადადება არ ყოფილა - არც ერთი კლუბისგან ოფიციალური მომართვა. არანაირი თანხა მასზე არ გაგვიხმოვანებია. ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ მაღალი მოთხოვნები გვაქვს. თუნდაც ერთი რუბლის შემოთავაზება რომ გამოეგზავნათ, მაშინ ვიტყოდი, რომ ასეთზე თანახმა არ ვიყავი.
თუმცა რუბლზეც არ გამოუგზავნიათ შემოთავაზება და კიდევ რაზეა საუბარი.

ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვიყავით, მაგრამ წინადადებები არ იყო. ის დარჩა, რაც გვახარებს. ფეხბურთელი ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და როგორც ჩანს, გულშემატკივრებსაც შეუყვარდათ: ფეხბურთზე დიდი ინტერესით დაიწყეს სიარული. როგორც წესი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ევროპის კლუბები ბევრ შენაძენს არ აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ვნახავთ, ყველაფერი როგორ წარიმართება. ახლა ხვიჩა "რუბინის" მოთამაშეა.

ვფიქრობ, ყველა ამ საუბარმა კვარაცხელიაზე რაღაცნაირად იმოქმედა. რაც უნდა იყოს, ახალგაზრდა ბიჭია. შესაძლოა, ფიქრობდა, რომ წავიდოდა. ამიტომ ამან რაღაცნაირად მისი დესტაბილიზაცია მოახდინა. ახლა დამშვიდდა და ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 29 /
საერთოდ ეს რა სპეკტაკლი გაითამაშეთ კლუბიან-აგენტიანად?
WTF
09 სექტემბერი 2021 10:39
3
რა იყო რეალი არ გამოვიდა? ძალიან გაბრექილი და ცხვირაბზეკილია რაღაც,ნაკრებში არ ჩამოვიდა,რუსული ჰიმნი გახდა მისთვის საუკეთესო
austria
09 სექტემბერი 2021 10:09
18
თქვენ არ ყიდდით კაცო კვარაცხელიას ყოველ კვირაში ხან ტოტენჰემში, ხან მილანში, ხან რომაში და ალაჰმა უწყის კიდე სად არა.
Me
09 სექტემბერი 2021 09:18
2
ამ საიმანოვს სიძეთ ხო არ უნდა ეს კვარაცხელია... რაღა არ შემოუთავაზებიათ რაც თანხებზე დასავლურმა პრესამ წერა, ყველა შეშლილი ხომ არაა...
ზიზ
09 სექტემბერი 2021 09:17
0
იმიტომ მეგობარო რომ ხვიჩასნაირი ფეხბურთელები ასარჩევადაა ეცროპულ კლუბებში, ჩვენ რომ ნორმალური ფეხბურთელი არ გვღირსებია იმიტომ გვგონია ხვიჩა მესი.
Semi
09 სექტემბერი 2021 07:38
3
კვარაცხელიას დასამშვიდებელი არაფერი არ ჭირს, ვინც ახლოს იცნობენ ყველანი ამბობენ რომ სატრანსფერო ციებ-ცხელებას მასზე გავლენა არ მოუხდენია. აი საიმანოვს და მის დამქაშებს კი დამშვიდება არ გიწერიათ
ExorcisT.+
09 სექტემბერი 2021 01:28
17
დღეს ჩაკვეტაძის თამაშიდან გამომდინარე მივხდი რომ კვარაცხელიას გარეშე ჩვენი ნაკრები შეტევაში არის უსუსტესი ელემეტარულად ვერ ვუტევთ ვერ ვამწვავეთ იმედი მაქვს რომ ჩაკვე აღდგენს ფორმას მაგრამ აშკარად მას მინიმუმ 3-4 თვე და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა დასჭირდება ამისთვის თან ისე, რომ არანაირი მძიმე ტრამვა და დაზიანება აღარ მიიღოს.
გიორგი
09 სექტემბერი 2021 00:50
7
ჩაკვეზე ამბობს
stumari-ს
09 სექტემბერი 2021 14:13
0
3-4 თვე რაში შჭირდება აღდგენას ვერ გავიგეთ? რამე სერიოზული ტრანვა ქონდა და 1-წელი გაუცდა?ბიჭმა 2-3 კვირა გააცდინა რა 3-4 თვე აღდგენა შემდეგ ტურში რუსეთში თამაშობს.
stumari
09 სექტემბერი 2021 09:23
5
ჯამრთელობას ვუსურვებ ამ ბიჭს სანთელი უნდა დავანთოთ მის ჯამრთელობაზე და იმედი ვიქონიოთ რომ რაც შეიძლება მალე გაეცლება რუსეთს მე რომ დღეს ნაკრების თამაში პლიუს ჩაკვეტაძე ვნახე იმის აჩრდილიც აღარაა რაც იყო და ვინ იცის რამდენი თვე დასჭირდება მას ფორმისაღსადგენათ დღეს საბოლოთ დავრწუნდი რომ საქართველოს ნაკრები თავიდან ბოლომდე არის ხვიჩა კვარაცხელიაზე დამოკიდებული ნაკრები კვარა თამაშობს ნაკრებში მაშინ ნაკრებიც სხვანეირი შემართებით და სხვანეირი მოტივაცით არის მოედანზე იგივე საბერძნეთან ესპანეთან კვარა რომ იყო სულსხვაა თამაში გვქონდა კვარას გარეშე კი ვხედავთ რაც დაემართა ნაკრებს კატასტროფა ბოლო 3 თამაში საქართველოს ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე არის ძალიან სუსტი ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
ზაზა
09 სექტემბერი 2021 00:45
5
მამარდაშვილი არ გატყდეს ფსიქოლოგიურად მაგის მეშინია,ძალიან ვგულშემატკივრობ და არ მინდა ადგილი დაკარგოს ვალენსიაში
გიორგი
09 სექტემბერი 2021 00:39
3
ესღა გვაკლდა(( რა გვეხვიჩება? დაგ...ეს თავზე! ეს კიდე თავის მაყუთს ჩივის, წადი ჯუღელს მოკითხე.დ.დ.დ.
გოგა
09 სექტემბერი 2021 00:35
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული