საიმანოვი: ხვიჩაზე რუბლიც არავის შემოუთავაზებია - ახლა დამშვიდდა და ითამაშებს

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა Бизнес Online-თან გუნდში დარჩენილ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ხვიჩა არ წავიდა და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ დარჩა. ჩვენ წინაშე მისი გაყიდვის ამოცანა არ იდგა, უბრალოდ ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მისით მრავალი კლუბია დაინტერესებული. შეძენაზე კი არც ერთი წინადადება არ ყოფილა - არც ერთი კლუბისგან ოფიციალური მომართვა. არანაირი თანხა მასზე არ გაგვიხმოვანებია. ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ მაღალი მოთხოვნები გვაქვს. თუნდაც ერთი რუბლის შემოთავაზება რომ გამოეგზავნათ, მაშინ ვიტყოდი, რომ ასეთზე თანახმა არ ვიყავი.
თუმცა რუბლზეც არ გამოუგზავნიათ შემოთავაზება და კიდევ რაზეა საუბარი.

ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვიყავით, მაგრამ წინადადებები არ იყო. ის დარჩა, რაც გვახარებს. ფეხბურთელი ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და როგორც ჩანს, გულშემატკივრებსაც შეუყვარდათ: ფეხბურთზე დიდი ინტერესით დაიწყეს სიარული. როგორც წესი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ევროპის კლუბები ბევრ შენაძენს არ აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ვნახავთ, ყველაფერი როგორ წარიმართება. ახლა ხვიჩა "რუბინის" მოთამაშეა.

ვფიქრობ, ყველა ამ საუბარმა კვარაცხელიაზე რაღაცნაირად იმოქმედა. რაც უნდა იყოს, ახალგაზრდა ბიჭია. შესაძლოა, ფიქრობდა, რომ წავიდოდა. ამიტომ ამან რაღაცნაირად მისი დესტაბილიზაცია მოახდინა. ახლა დამშვიდდა და ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 29 /
წარმოიდგინეთ, ტიპი იმას კი არ ამბობს რო დიდი ტრავმა მოირჩინა და ითამაშებსო ან დიდი რეაბილიტაცია გაიარა და აღიდგინა ძალები და ითამაშებსო...დამშვიდდაო და ეხა ვსიოო დდდ... აი ამ ყველაფრის მერე ვინც წერთ (რამდენი არგუმენტიღა გინდათ,ეს უკვე აღარაა კონსპირაციის თეორია) კვარაცხელიას ტრავმა ჰქონდა და მაგიტო არ ჩამოვიდაო, აი ზუსტად თქვენ, ზუსტად თქვენთვის არის განკუთვნილი ამ სექტემბრის თამაშების შედეგები... უპრინციპოები ხართ და ნაკრები მარტო ნაკრების თამაშებისას გახსენდებათ (საერთოდ ფეხბურთი). თქვენ არაფერი გაქვთ საერთო ფეხბურთის რეალურ გულშემატკივრობასთან!!!!
jigari
09 სექტემბერი 2021 00:14
11
ტრავმა ნამდვილად ქონდა, ხვიჩა რუბინის ბოლო 2 ოფიციალლურ და 1 ამხანაგურ თამაშში არ ყოფილა და წააგო რუბინმა ყველა ესენი. სლუცკიმ წაგების მიზეზი ახსნა: ჩევნ არ გვყავს 2 კვარაცხელია და 2 დესპოტოვიჩი, რომლებიც ახლა ტრავმირებულნი არიან. მათ გარეშე კი მოგება ძალიან ძნელიაო
სოსო
09 სექტემბერი 2021 10:26
2
ის...დდდ ის კარგად დაიჯერეთ საიმანოვისგან და რუბინისგან რო ტრავმა ჰქონდა ხვიჩას და ამას არ იჯერებ?(თან ისე რო ტრავმის სახეობა და სიმძიმე არ დაუსახელებიათ) და მე მეუბნები რო მე დავიჯერე? სწორედაც რო არ დავიჯერე მაგათი მიტო ვამბობ რო ტრავმა არ ქონია და 13ში რო სასტარტოში შევა ამდენი ხნის "ნატრავმალი", როცა 8ში გამოტოვა ნაკრებში (15ში ქონდა ბოლო თამაში სოვეტოვთან, სადაც "ტრავმა" მიიღო) ეგ დაამატე კიდე... მაშინ დავიჯერებდი როცა აქ ჩამოვიდოდა და ნაკრების საექიმო შტაბი განსაზღვრავდა მაგის ტრავმის სიმძიმეს (საერთოდ ეს სავალდებულოა რომ იცოდეთ და არ ჩამოვიდა). ადმინ არ დაბლოკო
jigari
09 სექტემბერი 2021 01:53
2
ყველა გამოხმაურება
კვარამ მაყურებელი დააბრუნა ტრიბუნებზე მაგ ჩემპიონატში. რამდენი გულშემატკივარი წერს ინსტაგრამზე, რომ მხოლოდ მისი თამაშის სანახავად მივდვართო. ეს იცის რუბინის ხელმძღვანელობამ და როგორი გასაშვებია ასეთი ფეხბურთელი? არაფრისთვისაც არ იყავით მზად, აღიარეთ, რომ უბრალოდ არ გაუშვით.
იქნებ ზამთარში მაინც გადავიდეს.
თავისი გადასაწყვეტია, უბრალოდ არ მემეტება რუსული არასანახაობრივი და უხეში ჩემპიონატისთვის. მუდმივად ფეხებში ურტყამენ და მძიმე ტრავმა რომ მიიღოს საერთოდ უკან დაიხევა მისი კარიერა
Thomas
09 სექტემბერი 2021 00:12
7
დამშვიდდით, ყველას და ყველაფერს თავის დრო აქვს.
ჟორა
09 სექტემბერი 2021 00:07
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული