მიქაუტაძის "ლიონზე" ოცნება გადაიდო, "სერენში" ისევ გაიტანს - ბელგიური მედია [PHOTO]

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის "სერენში" დაბრუნებამ ბელგიური მედია გააქტიურა. ქართველი ფორვარდის მიმართ ისევ დიდი მოლოდინებია.

Sportmagazine:

"გიორგიმ უნდა გადადოს თავისი ოცნებები ლიგა 1-სა და "ლიონში" თამაშზე.

მიქაუტაძეს "სერენში" დაბრუნება არ გაუჭირდება, აქ ის ყველას კარგად იცნობს. 12 სექტემბერს მისი გუნდი ლიეჟის "სტანდარტს" უმასპინძლებს და ქართველ ფორვარდს შეუძლია, თასის გასულ გათამაშებაში ვერგამოყენებული პენალტის გამო, მეტოქეზე შური იძიოს."

Sportall.Ge

Lesoir
:

"მიქაუტაძე გასულ სეზონში გამორჩეული იყო, თუმცა წარსული წარმატება ახლა არაფრის გარანტიას არ იძლევა. ქართველი ფორვარდისთვის "სერენში" ახალი გამოწვევა იწყება და მას შეუძლია, ყოველივე წარმატებით დაძლიოს".

შეგახსენებთ, მიქაუტაძეს "მეცში" ფაქტობრივად დრო არ მიეცა, რის გამოც ის "სერენში" დაბრუნდა, სადაც გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე და 1B PRO ლიგის ბომბარდირი გახდა.

alt"კეთილი იყოს შენი დაბრუნება, მისტერ ჟორჟ!" - "სერენი" მიქაუტაძეს მიესალმება

altletsgometz: მიქაუტაძე "მეცში" შანსს იმსახურებდა!

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები იმედი მაქვს წელსაც ისეთივე შედეგებით დასრულებს სეზონს როგორც შარშან დასრულა.
ზურა
14:02 10-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული