ყაზაიშვილის "ულსანის" უგოლო ფრე და უშედეგო შეტევები

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი", რომელიც სამხრეთ კორეის ჩემპიონატს ლიდერობს, მეორეადგილოსან "იეონბუკს" უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ქართველი ლეგიონერი შეხვედრაში 59-ე წუთზე ჩაერთო.

ყაზაიშვილის გუნდს ყველა კომპონენტში უპირატესობა ჰქონდა - სტუმართა მეკარის ანგარიშზე 12 სეივი იყო, თუმცა, მატჩი გოლის გარეშე დასრულდა.

ქართველ ლეგიონერს აქტიური მოქმედება ერთხელ მოწინააღმდეგის მცველებმა დაუბლოკეს, შორი მანძილიდან დარტყმული კი მიზანს ასცდა.

შეგახსენებთ, ყაზაიშვილმა კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 59-ე წუთზე შეცვალეს, ესპანეთში კი მხოლოდ დასკვნითი 34 წუთი დაეთმო. ბულგარეთთან ამხანაგური მატჩის წინ, ვილი სანიოლმა ვაკოს
გუნდში ადრე დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.

"ულსანი" 14 სექტემბერს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იაპონურ "კავასაკის" უმასპინძლებს, J ლიგის შემდეგ ტურს კი 19-ში გამართავს.

ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს, მისი გუნდი 28 ტურის შემდეგ სამხრეთ კორეის ჩემპიონატს ლიდერობს და დღევანდელი მეტოქე 4 ქულით ჩამორჩება.

altსაქართველოს ნაკრებმა სოფიაში ივარჯიშა - გუნდს ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება

altყაზაიშვილის დუბლით "ულსან ჰიუნდაიმ" იმარჯვა - ვაკო ჩინებულ ფორმაშია [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაკოს ფეხბურთელობა დიდი ხანია დამთავრდა. კორეელების ფონზე კარგად გამოიყურება. მაგრამ ნაკრებს უკვე ვერაფრით დაეხმარება.
ქ. გ.
11 სექტემბერი 2021 09:56
0
ამ კაცზე ნუ წერთ ნურაფერს. ის ჩვენთვის აღარ არსებობს! არ უნდა მას ნაკრებში ჩამოსვლა! ვინმე ჟურნალისტმა იკითხა რატომ არ იყო ვაკო ბულგარეთში?
Georgian
11 სექტემბერი 2021 01:24
2
მოიცადე კაცო,ამან ტრავმის გამო არ დატოვა ნაკრები?
სამწუხაროდ
11 სექტემბერი 2021 00:38
0
არა. ეს ისე გაუშვეს "სახლში".
ქ. გ.
11 სექტემბერი 2021 09:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული