საქართველოს ნაკრებმა სოფიაში ივარჯიშა - გუნდს ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ბულგარეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ბადახოსიდან ქალაქ სოფიაში 6 სექტემბერს ჩავიდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩისთვის 24 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. ბოლო ორი მატჩისგან განსხვავებით, ბულგარეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში გუნდს კორეული "ულსან ჰიუნდაის" ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება.

დღესვე ეროვნულმა ნაკრებმა აღდგენითი ხასიათის ვარჯიში გამართა. 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.​

7 სექტემბრის განრიგი

17:30 -
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
18:30 - ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 - ბულგარეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტალია, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

​ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური დაპირისპირება 8 სექტემბერს სოფიის ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 42 /
თუ მამარდაშვილი სასტარტოში არ დააყე ენეს მაშინ ყვაფერი ნათელი ვახდება
P.s.გიორვი ლორიას დიდ პატივს ვცემ, ბრწყინვალე მეკარეა
გოჩა
22:15 07-09-2021
0
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი.

მცველები: ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი.

ნახევარმცველები: გიორგი წიტაიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური, გიორგი ჩაკვეტაძე

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე.
11+1
17:21 07-09-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული