ქართველმა გარემარბმა ყაზანელთა უკანასკნელი 3 შეხვედრა გამოტოვა, რა დროსაც ლეონიდ სლუცკის გუნდმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და სულ 2 გოლის გატანა შეძლო. "რუბინი" 11 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, მისი დღევანდელი მეტოქე კი უკანასკნელ საფეხურზეა.
მიმდინარე სეზონში, ხვიჩას მხოლოდ 1 შედეგიანი დარტყმა აქვს - ტულის "არსენალს" მშვენიერი გოლი გაუტანა, თუმცა, მისი შეჩერება
კვარაცხელიას ირგვლივ სატრანსფერო ჭორები მთელი ზაფხულის განმავლობაში ტრიალებდა, თუმცა, საბოლოოდ ის "რუბინში" დარჩა - გუნდში, რომელმაც ევროპის რანგით მესამე, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაც ვერ მოახერხა.
რაც შეეხება ლუკა გაგნიძეს - მან საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად ესტონელ თანატლებთან 2 ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, სადაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს.
შეხვედრა 19:30 საათზე გაიმართება.
დღესვე, 19:00 საათზე, "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონატის მე-2 ტურში ნიქოზიის "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს. თორნიკე ოქრიაშვილი სანაკრებო პაუზის დროს გუნდთან ერთად იყო, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია კი რამდენიმე დღეა დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, "აპოელმა" ჩემპიონატი "პაფოსთან" დიდი ანგარიშით (0:4) მარცხით გახსნა.
კანკავას ეფექტური საგოლე პასი, "კიტეს" დაბრუნება - ქართული ლეგიონი მწირი შედეგებით [VIDEO]