"ხვიჩა უნიკალურია. "ბარსელონას“ ადგილზე მესის ნაცვლად ავიყვანდი" - ამბობს რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა kazved.ru-თან ინტერვიუში „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია აქო.

- ამ სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურად განიხილებოდა ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა. როგორ ფიქრობთ, რომ მაინც წასულიყო, ეს რამდენად ძლიერ დარტყმას მიაყენებდა „რუბინს“?
- მე ვთლი, რომ ეს საკითხის არასწორად დასმაა. თვით „იუვენტუსმა“ ვერ შეძლო რონალდოს შენარჩუნება, „ბარსელონამ“ კი - მესის ფინანსური მიზეზების გამო. თანამედროვე ფეხბურთში ეს სავსებით ნორმალურია, როდესაც ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი მიდის კლუბში, ორი სეზონი თამაშობს, მისი ფასი იზრდება, შემდეგ კი კლუბი გადაყიდის იქ, სადაც ფულს გადაიხდიან, ვინაიდან
ფეხბურთი არა მარტო გართობაა, ეს რაც არ უნდა იყოს, ბიზნესია.

კლუბმა უნდა იარსებოს, ფული გამოიმუშაოს, მათ შორის საიჯარო თანხები დაფაროს, ზუსტად ის, რაზეც ჩვენ თქვენთან ვისაუბრეთ. ეს ნორმალური მოვლენაა, ნებისმიერი კლუბის არსებობის ერთ-ერთი ხერხი და მათ შორის „რუბინისაც“. ამიტომ თუ ვინმეს სარფიანად გაყიდვა მოხერხდება, ჩემი აზრით, ეს მენეჯმენტის შესანიშნავად მუშაობის დადასტურებაა, რომელმაც „რუბინში“ გადასვლაში დაარწმუნა, კარგად გამოაჩინა საერთაშორისო დონეზე, ჩემპიონატზე და მისი ფასი გაიზარდა.

დენის მაკაროვისა და ხვიჩას ადგილზე სხვები უნდა მოვიდნენ, არანკლები ტალანტის მქონე ფეხბურთელები. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა მათი შემცვლელების მოძებნას. ასეთი პოტენციალისა და ნიჭის მქონე ფეხბურთელებს ქუჩაში ვერ იპოვით.

„რუბინს“ შეგვიძლია მივულოცოთ, რომ ასეთი ბიჭები მოიძია და ფული გამოიმუშავა. შემდეგ მათ წარმატებული სეზონი ჩაატარეს და გუნდს გასულ სეზონში მეოთხე ადგილის დაკავებაში დაეხმარენ. გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ მსგავსი ტალანტის მქონე და ძლიერი ფეხბურთელი, მით უმეტეს ახალგაზრდა და პერსპექტიული, ახლანდელ დროში რუსეთის ლიგის გუნდში 2-3 სეზონზე მეტხანს გაჩერდება. ეს უბრალოდ არარეალურია.

- როგორ ფიქრობთ, რომელ ჩემპიონატში შეეძლება ხვიჩას გადასვლა? ბევრი ამბობს, რომ ინგლისში კარგად გამოჩნდებოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- მე ვფიქრობ, რომ ეს უნიკალური ტალანტის მქონე ფეხბურთელია. მე მგონია, მას აბსოლუტურად ნებისმიერ ჩემპიონატში, ნებისმიერ გუნდში შეუძლია ითამაშოს. „ბარსელონას“ ადგილზე მესის ნაცვლად ავიყვანდი.

რაც შეეხება ინგლისს, იქ ასეთი ფეხბურთელები უყვართ: სწრაფები, ტექნიკურები. თუ ჯანმრთელობამ არ უმტყუნა, ძალიან კაშკაშა კარიერა ექნება. მას შეუძლია თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოთამაშე გახდეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მარტლა რა გჭირთ? ღადაობთ ალბათ? რასაც წერთ თუ კითხულობთ? რაის "ბარსა" და მესი? დაეშვით მიწაზე!
ვავა
14 სექტემბერი 2021 21:47
1
ხვიჩა ჩვენია და მისი წინსვლა რომ გვინდა,ეგ რა სალაპარაკოა,მაგრამ მესის ადგილს რომ სთავაზობს,ეს მართლაც რევერენსია.მესი უფრო მარცხენა ფლანგელია,რომელიც ცენტრისაკენ შემოდის და საოცარი სიზუსტის პასები თუ დარტყმები აქვს,მოედნის ხედვასთან და დისპეჩერულ ჩვევებთან ერთად.ხვიჩა კი,მარცხენა ფლანგელია და ვერდ პასის კულტურით თუ მოედნის ხედვით ედრება მესის.მადლობა ჩერდანცევს,ხვიჩას დაფასებისათვის,მაგრამ მთლად სერიოზულად და პირდაპირი გაგებით,მისი ნათქვამი არ უნდა გავიგოთ.20 წლის მესიმ,ესპანეთის პირველობაზე 14 გოლი შეაგდო და რეალს,ჰეთ-თრიკი შეუსრულა.ასე რომ, მეტი კომენტარი,საჭიროდ აღარ მიმაჩნია.მეორე მხრივ დღევანდელი ბარსელონას ფლანგელები,ხვიჩასაგან მიუწვდომელ მანძილზე სულაც არ არიან და შესაძლოა, მანაც ეს იგულისხმა.
სოსო
14 სექტემბერი 2021 14:39
2
ბარსელონა არა ისა კიდე თქვენ ფეხბურთი მონაყოლით იციით?> ფრაიბურგში თუ დაიმკვიდრა ადგილი კიდე კარგი იქნება ამეტებზე
giorgi
13 სექტემბერი 2021 22:00
31
და დღევანდელი ბარსელონას რომელი ფეხბურთელი ჯობია კვარას. დემბელე? ბრაიტვაიატი? თუ გავაგრძელო კიდევ. კვარამ რონალდოსავეთ თუ იმუშავა მის ტავზე აი მერე გაჩვენებთ როგორ შეუძლია მას თამაში. პ.ს ისე ცნობისათვის ბარსელონას დონე უკვე ამ სეზონიდან სევილია, ვილიარელაზე დაბალაა ჩამოსული რომ იცოდეთ
მამუკა
14 სექტემბერი 2021 10:35
0
ხვიჩას აქებს,მაგრამ რუსეთის ყველაზე სირი კომენტატორია,ამის ქება, დაახლოებით გვარამიამ რომ გაქოს,იგივეა.
ზვიო
13 სექტემბერი 2021 21:17
17
მართალია ეს რუსი კომენტატორი! ნამდვილად უნდა წაეყვანა ბარსელონას! 20 წლის მესის არაფრით ჩამოუვარდება! მეტი თუ არაა?!
aburjga
13 სექტემბერი 2021 19:36
7
რა მოწიე?
aburjga-s
13 სექტემბერი 2021 21:21
3
ხვიჩა მართლაც მაგარი და ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მესის ჩანაცვლება? ეს უკვე ზედმეტი მოუვიდა ამ რუსს.
""""
13 სექტემბერი 2021 18:19
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული