ხვიჩა ბრუნდება! - მის გარეშე "რუბინსაც" ძალიან უჭირს...

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტური ორშაბათს, 13 სექტემბერს დასრულდება. ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ მომჯობინდა და დიდი შანსია, ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ - მისი "რუბინი" ეკატერინბურგის "ურალს" უმასპინძლებს, სადაც ლუკა გაგნიძე გამოდის.

ქართველმა გარემარბმა ყაზანელთა უკანასკნელი 3 შეხვედრა გამოტოვა, რა დროსაც ლეონიდ სლუცკის გუნდმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და სულ 2 გოლის გატანა შეძლო. "რუბინი" 11 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, მისი დღევანდელი მეტოქე კი უკანასკნელ საფეხურზეა.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩას მხოლოდ 1 შედეგიანი დარტყმა აქვს - ტულის "არსენალს" მშვენიერი გოლი გაუტანა, თუმცა, მისი შეჩერება
ყველა შეხვედრაში უჭირდათ. 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ტრავმის გამო, ეროვნული ნაკრების დახმარებაც ვერ შეძლო და მის გარეშე "ჯვაროსნებსაც" არაფერი გამოუვიდათ.

კვარაცხელიას ირგვლივ სატრანსფერო ჭორები მთელი ზაფხულის განმავლობაში ტრიალებდა, თუმცა, საბოლოოდ ის "რუბინში" დარჩა - გუნდში, რომელმაც ევროპის რანგით მესამე, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაც ვერ მოახერხა.

Sportall.Ge

რაც შეეხება ლუკა გაგნიძეს - მან საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად ესტონელ თანატლებთან 2 ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, სადაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს.

შეხვედრა 19:30 საათზე გაიმართება.

დღესვე, 19:00 საათზე, "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონატის მე-2 ტურში ნიქოზიის "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს. თორნიკე ოქრიაშვილი სანაკრებო პაუზის დროს გუნდთან ერთად იყო, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია კი რამდენიმე დღეა დაბრუნდნენ.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, "აპოელმა" ჩემპიონატი "პაფოსთან" დიდი ანგარიშით (0:4) მარცხით გახსნა.

altკანკავას ეფექტური საგოლე პასი, "კიტეს" დაბრუნება - ქართული ლეგიონი მწირი შედეგებით [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
ხვიჩა არაფერში არ არის დამნაშავე. მამამისმა ჯუღელს რომ ჩააბარა, ხვიჩა მაშინ ბავშვი იყო. ჯუღელმა რუსეთში წაიყვანა.
ქ. გ.
18:30 13-09-2021
0
გამოაქვეყნეს შემადგენლობა. სასტარტოშია.
ქ. გ.
18:23 13-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული