"გენტი" ესტონეთშია, ჩაკვეტაძეზე კი ისევ ცოტა ვიცით...

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბელგიური "გენტიც" ემზადება. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძემ ჟუპილერ ლიგის უკანასკნელი ტური გამოტოვა. სხვადასხვა ბელგიურ სააგენტოს თუ დავეყრდნობით, ქართველი ნახევარმცველი "ფლორასთან" ესტონეთში გასამართი მატჩის შემადგენლობაშიც არ მოიაზრება.

"გენტი", ისევე როგორც ნებისმიერი კლუბი, ტრავმირებულების შესახებ ოფიციალურად აცხადებს. ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ინფორმაციის მოპოვება ყოველთვის რთულია. მთავარი მწვრთნელის მხრიდან მას ნაკლები ნდობა რომ აქვს, ეს ფაქტია.

საქართველოს ნაკრების წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო კურატორმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა: "თუ ჩაკვეტაძე მაქსიმალურად ბევრს ითამაშებს, ოპტიმალურ ფორმას მალე დაუბრუნდება, მნიშვნელოვანია ის კლუბში უფრო მეტად
დაიტვირთოს."  სამწუხაროა, რომ გიორგი "შარლერუასთან" (2:3) საერთოდ ვერ ვიხილეთ. შესაძლოა, სანაკრებო შეხვედრების შემდეგ, მას დასვენების საშუალება მისცეს.

"გენტი" კი "ფლორასთან'" ფავორიტად მიიჩნევა - ბელგიელებს აშკარად უკეთესი შემსრულებლები ჰყავს და ბელგიის ჩემპიონატიც ესტონეთისას აღემატება.

შეგახსენებთ, ამავე ჯგუფშია თემურ ქეცბაიას, გიორგი ლორიას, ნიკა ნინუასა და ნიკა კაჭარავას "ანორთოსისი", რომელიც სერბულ "პარტიზანს" მასპინძლობს.

altბულგარეთი-საქართველო. როგორც იქნა - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე სასტარტოში!

alt"თუ ჩაკვეტაძეა ფორმაში და გლეჯს ყველაფერს იგებს გუნდი, თუა ფორმაში კვარაცხელია ანგრევს და იტანს, თუ არ არის არცერთი..." - ლევან სალუქვაძე

 

altჩაკვეტაძე ამოქმედდა - საგოლე პასი "მეხელენთან" [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 14 /
თუ ესტონეთში თამაში ხელოვნურ მოედანზე იქნება, მაშინ შეიძლება არ შეიყვანონ განაცხადში. სინთეტიკურ საფარზე ტრავმის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე ბალახზე. ანალოგიურ შემტხვევაში ადრე უკვე დაზოგეს. კარგია, რომ უფრთხილდებიან.
ქ. გ.
16 სექტემბერი 2021 09:54
0
ხელოვნურ საფარზე ძროხების გაზრდის იგივე შანსია რაც ფეხბურთელების.
დანიშნულება ისაა-თოვლჭყაპში და ყინვაში შეიძლება ბურთის გაგორება,მარტო 1-2 თვე ზამთარში.
ჩვენთან კიდე ზარ-ზეიმით ხსნიან ხელოვნურსაფრიან მოედნებს და მერე ხალხს უკვირა რა ემართებათ ჩვენს ფეხბურთელებსო.
Levani
16 სექტემბერი 2021 13:28
0
თუ ამ სეზონში არ ათამაშდა მომავალ სეზონში სამწუხაროდ ალბათ მართლა მოუწევს ტრაპზონში ან რუბინში ეგეც თუ გაუმართლებს
Gio
15 სექტემბერი 2021 21:41
2
ტრაბზონი გენტზე უარესია? ან რუბინი?DDDDDDDDDDDD
hhh
15 სექტემბერი 2021 23:17
1
მოვლენები ისე ვითარდება გენტში რომ თუ ჩაკვე ამ სეზონში არ ათამაშდა არ დაბრუნდა ძირითადში და არ დადო კარგი შედეგები დიდი ალბათობით შემდეგ სეზონში გაუშვებენ.((
Gio
15 სექტემბერი 2021 21:03
0
გენტმა ბოლო ტურში ცუდად ითამაშა,შეიძლება როტაციას მიმართავს და ახლა ათამაშებს 30 წუთი მაინც.
ძირითადში ბეზუსი ყავდა ფორვარდად ბოლო ტურში და მე როგორც ვიცი ბეზუსი არ არის ძირითადი ფორვარდი/სავარაუდოდ როტაციას მიმართა და ვანახოთ,მე მგონი დღეს ჩაკვეს მეტ დროს დაუთმობს ვიდრე ბოლო თამაშებში-თან ვანჰაზენბრუკი იცნობს ჩაკვეს-მის ირგვლივ აპირებდა გუნდის აწყობას და სულელი ხო არაა ვიღაც "სათვალე ან საათი იაფად" ხალხი ამჯობინოს..ლოგიკურად ბიჭი გამოჯანმრთელდა და ახლა რატო არ უნდა ენდოს,როცა გუნდმა მძიმე პერიოდში არ მიატოვა და უპატრონა.
ჩაკვე არ არის იმ კატეგორიიდან სულ რაღაც რო აწუხებთ-ფუზიკურად ძლიერი ბიჭია.უბრალოდ პატარა ასაკში ძალიან გადაგვირთეს-არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ საქართველოს. ნაკრებს და გენტს ათრევდა ორივეს და რა გასაკვირია რამე დაზიანებოდა-მანამდეც,სანამ დინამოში იყო დინაამოში U19 U21 ყველგან ათამაშებდნენ.
Levani
15 სექტემბერი 2021 18:43
4
უთამაშებლად ფორმაში როგორ ჩადგება უბრალოდ გენტს ჩაკვე აღარ ჭირდება და იაფადაც შეელევა სამწუხაროდ.დაგვილეწეს მოსპეს და ეხლა შუშისააო იძახიან.
zaza
15 სექტემბერი 2021 17:55
2
მერედა გაუშვას ვინ უშლის?
jjj
15 სექტემბერი 2021 20:55
0
შემადგენლობაში არის ჩაკვეტაძე დასახელებული.
სასტარტო ჯერ არ გამოუცხადებიათ.
ქ. გ.
15 სექტემბერი 2021 17:53
1
კლუბის 23 კაციან განაცხადშია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, 18 კაცში უნდა იყოს
უმნიშვნელო
15 სექტემბერი 2021 18:16
0
მე არ გამიკვირდა რომ არ დაყენა ჯერ ერთი შეიძება მართლაც იყო დასვენების მომენტი გადაბმულად 3 თამაში ითამაშა და პლიუს ცუდ ფორმაშია ამდენი ხნის ტრამვიანობის შემდეგ ძალიან რთულია მალე დაბრუნდე ისევ იმ დონეზე რა დონეზეც იყავი თუმცა გიორგი ჯერ 22 წლის ახალ გახდა ყველაფერი წინ აქვს მთავარია თვითონ მოინდომოს იშრომოს ივარჯიშოს დაიხარჯოს ბოლომდე და ფორმასაც აღდგენს და უფრო მოუმატებს კიდეც რობერტო ბაჯოზე ტრამვებით გაწამებული ფეხბურთელი მე არ მახსოვს მაგრამ მაინც ითამაშა უმაღლეს დონეზე ტრამვა არის გამოწვევა რომელიც უნდა დაძლიოო გიომ დაძლია ის რთული პერიოდი და ახლა დრო ფორმის დაბრუნების წარმატებები.
გიორგი
15 სექტემბერი 2021 17:12
1
ეს ახალი მწვრთნელი ნაკლებ ნდობას გამოხატავს გიორგის მიმართ, მაგ კაცმა მოსვლისთანავე განაცხადა რომ გიორგიმ თანამედროვე ფეხბურთი უნდა ისწავლოსო. აქამდე თუ სუაბარი იმაზე იყო რომ გიორგი ტრამვირებულია და ეს დიდი დანაკლისია კლუბისთვისო, ეხლა როცა გამოჯანმთელდა უკვე გიორგის სასწავლი ქონია თანამედროვე ფეხბურთი. მე პირადად ვფიქრობ რომ კლუბს უკვე ყელში ამოუვიდა ამდენი ლოდინი, აანალიზებენ ტრამვის რისკსაც და გაშვება უნდათ მისი კლუბიდან... მე რასაც ვუყურებ, წინა თამაში საერთოდ განაცხადში არ იყო, ეხლა ესტონეთში არ წაიყვანა, აბა მეტი სად უნდა მისცეს გუნდში დამკვიდრების შესაძლებლობა? ძლიერ გუნდათ გავიგეთ რომ არ ათამაშებს, არ ენდობა, სუსტ გუნდთან მაინც უნდა ათამშოს და ამასაც რომ არ აკეთებს კლუბი, ესე იგი კლუბიც მიგანიშნებს და ფეხბურთელიც უნდა მიხვდე რომ კლუბის დატოვების დროაა...
ატლანტამ მხრები გაშალა
15 სექტემბერი 2021 17:09
1
სანაკრებო თამაშებზე გამოჩნდა, რომ გიორგი ძალიან შორს არის ოპტიმალური ფორმისგან მან, რომ ფორმა დაიბრუნეს ძალიან ბევრი უნდა იშრომოს განსაკუთრებით ვარჯიშებზე და ითამაშოს რაც შეიძლება ბევრი არ არის აუცილებლი თავიდან 90 წუთი ეს პირიქით ცუდიც არის ასეთ სიტუაცია.
ჩემი აზრით წლის ბოლომდე ესე ცოტ ცოტა 20-30 წუთი თამაში რეგულარულად პლიუს ვარჯიშებზე მაქსიმალური შრომა და აუცილებლად დაუბრუნებს ფორმას მთავარია გიორგი ტრამვა არ მიიღოს რამე მძიმე ტრავა აღარ მიიღოს და ყველაფერი კარგად იქნება.
წარმატებებს ვუსურვებ.
გელა
15 სექტემბერი 2021 17:06
1
გიორგის ნაკრებში ისეთი დატვირთვა ნამდვილად არ მიუღია,რომ დასვენება დასჭირებოდა.ვფიქრობ მაინც მისმა სათამაშო კონდიციებმა და შესაძლო ტრავმისშემდგომმა დისკომფორტმა მიიყვანა მწვრთნელი,ასეთ დასკვნამდე.გიორგი,ჯერ მართლაც შორს არის ნორმალური ფორმისაგან და ფიზიკური კონდიციებისგანაც.
სოსო
15 სექტემბერი 2021 16:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული