"გენტის" მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი ტრავმამორჩენილი გიორგი ჩაკვეტაძის პროგრესით კმაყოფილია, "რიგას FS"-სთან კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში (1:0) 63-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, დღეს ბელგიის ჩემპიონატის მე-4 ტურში "მეხელენთნ" საშინაო შეხვედრაში კი 76-ეზე.
მასპინძლები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ და მწვრთნელმა ჩვენებური თავდამსხმელ მალედეს ნაცვლად შეუშვა მოედანზე. სტუმრები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, წინ დიდი ძალებით წავიდნენ და ამით მასპინძლებმა ისარგებლეს - 90+2-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მეკარე ბოლატისგან პასი მიიღო, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ უკეთეს პოზიციაში მყოფ ნურიო ფორტუნას საგოლე გადაცემა გაუკეთა.
"გენტმა" 2:0 გაიმარჯვა, 4 ქულით მე-13 ადგილზეა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "რაკუვთან" დაპირისპირებები ელის - 19 აგვისტოს პოლონეთში, 26 აგვისტოს კი სახლში.