ბელგიის თასის პირველ რაუნდში "სერენმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა ქვედალიგური "ლოკერენ-ტემსე" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა - ჰეთ-თრიკი საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.
მიქაუტაძემ გოლები მე-7, 44-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა.
შეგახსენებთ, გიორგი "მეციდან" "სერენში" იჯარით ახლახან დაბრუნდა, "სტანდარდთან" ჟუპილერ ლიგის მე-7 ტურში მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ მას გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული.
შემდეგ მატჩს "სერენი" ჩემპიონატზე 19 სექტემბერს გასვლაზე "ანტვერპენთან" გამართავს.