"ჟორჟზე" უდიდეს იმედს ამყარებენ - ჩვენებურს ბელგიაში კარგი პრესა აქვს

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის მიერ ბელგიის თასზე შესრულებულ ჰეთ თრიკს ადგილობრივი მედია ეხმაურება.

lesoir წერს:

"გიორგი დაბრუნდა იმისთვის, რაც ყველაზე უკეთ ეხერხება - გოლების გასატანად! ქართველი ფორვარდის გიჟურმა კლასმა მალევე იფეთქა. ის "სტანდარტთანაც" თამამად ჩაერთო, თუმცა კარის აღება ვერ მოახერხა, მატჩის შემდეგ კი აღნიშნა, რომ ეს მალე აუცილებლად მოხდებოდა.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, მეტოქე სერიოზული არ იყო, მაგრამ მთელმა გუნდმა, მათ შორის მიქაუტაძემ, ძალიან მოინდომეს. ამავდროულად, მთავარ მწვრთნელს როტაციის საშუალება მიეცა.

მიქაუტაძე, რომელიც "გოლების მანქანაა", ისევ ამუშავდა და ყველაფერ ამას მარტივად, მშვიდად და ღიმილით აკეთებს."

ქართველ ლეგიონერს მეტოქის
კარის აღების შესაძლებლობა 19 სექტემბერსაც ექნება, როცა მისი გუნდი "ანტვერპენს" ესტუმრება.

დამარცხებული "ლოკერენ ტემსეს" კაპიტანმა სტივენ შიურმანმა კი განაცხადა, რომ ეგონა, მათ წინააღმდეგ გამანადგურებელი თვითმფრინავი იყო, თუმცა ის გიორგი მიქაუტაძე აღმოჩნდა - ამის შესახებ nieuwsblad-ი წერს.


altბელგიელი გულშემატკივრები მიქაუტაძის ჰეთ-თრიკს ეხმაურებიან

altვერ შეაჩერეს, ვერა - მიქაუტაძის ჰეთ-თრიკი თასზე!








მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაკრებში პას ვინ მისცემს ან ზონას ვინ გაუნთავისუფლეებს გოლი რო გაიტაანოსს?
beqa
15:37 16-09-2021
0
ევროპული საფეხბურთო სკოლა გამოვლილი ქართველია და შედეგიც სულ სხვაა.
გიორგი
16:15 16-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული