შეგახსენებთ, ყოველი ეტაპის შემდეგ, ტიტულისთვის ბრძოლას 20 მონაწილე ეთიშება. ყაზანის "რუბინის" გარემარბი თავდაპირველად, ლიდერებს შორის იყო, თუმცა საბოლოოდ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა.
ამჟამად, მოწინავე სამეულში უკრაინის ნაკრებისა და კიევის "დინამოს" მცველი ილია ზაბარნი (27%), ესპანელი პედრი (14.8) და "სამპდორიას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი მოჰამედ იჰატარენი (13.4) არიან.
იქედან გამომდინარე, რომ უკანასკნელ ეტაპზე, საქმეში ჟიურიც ერთვება, დიდი შანსია, გამარჯვებული "ბარსელონელი" პედრი გახდეს.
"მანჩესტერის" შემტევის პროგრესი და ხვიჩას მე-4 ადგილი - Golden boy 2021
კაცი ცხენით მიდიოდა და სადღაც ისეთ ადგილას,სადაც ხალხი ახლოს არ ცხოვრობდა,მიწაზე დაგდებული,დასუსტებული კაცი დაინახა.ჩამოვიდა ცხენიდან,მივიდა მწოლიარესთან,დაეხმარა,შესვა თავის ცხენზე,რომ სოფლამდე როგორმე მიეყვანა,დაცემულმა კი,ცხენს შემოუძახა და გააჭენა.მიხვდა ეს კაცი,რომ მოატყუეს და ცხენით გაქცეულს მიაძახა,ნურავის ეტყვი,რომ ეს გამიკეთეო.ქურდი გაჩერდა და გაკვირვებულმა ჰკითხა,რატომო.იმიტომ რომ, სხვა ამას რომ გაიგებს,ადამიანის რწმენას დაჰკარგავს, სიკეთის გაკეთების სურვილი გაუქრება და გაჭირვებულს აღარ დაეხმარებაო.მგონი მიმიხვდებით,რისი თქმაც მინდა.