კვარაცხელია Golden Boy-სთვის ბრძოლას გამოეთიშა

AutoSharing Option
იტალიური Tuttosport-ის მიერ Golden Boy 2021-ის გამოვლენა გრძელდება, თუმცა 40 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელია აღარ ფიგურირებს.

შეგახსენებთ, ყოველი ეტაპის შემდეგ, ტიტულისთვის ბრძოლას 20 მონაწილე ეთიშება. ყაზანის "რუბინის" გარემარბი თავდაპირველად, ლიდერებს შორის იყო, თუმცა საბოლოოდ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა.

ამჟამად, მოწინავე სამეულში უკრაინის ნაკრებისა და კიევის "დინამოს" მცველი ილია ზაბარნი (27%), ესპანელი პედრი (14.8) და "სამპდორიას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი მოჰამედ იჰატარენი (13.4) არიან.

იქედან გამომდინარე, რომ უკანასკნელ ეტაპზე, საქმეში ჟიურიც ერთვება, დიდი შანსია, გამარჯვებული "ბარსელონელი" პედრი გახდეს.


alt"მანჩესტერის" შემტევის პროგრესი და

ხვიჩას მე-4 ადგილი - Golden boy 2021

მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩა არსად არ წახვიდე შენი გულისთვის დავდივარ სტადიონზე. და არა მარტო მე.ბოლომდე უერთგულე გუნდს, როგორც სტივ ჯერარდმა ლივერპულს
რენატ
18 სექტემბერი 2021 01:43
1
წინა ჩემპიონატის დაბოლოება ვერ ითამაშა.ახალი დაიწყო და ისევ დაიმტვრა,კაი ხანი გამოტოვა...რა გასაკვირია,რომ ფეხბურთელი ,რომელიც არ თამაშობს,საუკეთესოებში არ დაასახელონ?რაც მანდ კომენტარებია,რუსებისაგან,მანდაც ერთი ორი,ხვიჩას საწინააღმდეგო,ძირითადი ნაწილი კი,რუსეთის ჩემპიონატს დასცინის.რუსებზე მეტ ცინიზმს,ხვიჩას მიმართ,ამ საიტზე ვხედავ,ქართველების მხრიდან,რომლებიც ხვიჩას თამაშებს არ უყურებენ,რუსეთში და ჰაერზე გამოაქვთ თავისი დასკვნები,მისი არ თამაშის მიზეზებზე.ერთი წამითაც კი არ უშვებენ,რომ შესაძლოა მათი დასკვნები არასწორია და ახალგაზრდა კაცს,ტყუილად ასამართლებენ.გამოჩნდა ჩაკვეტაძე,იფრინა,ცაში ავიყვანეთ,დაიმტვრა,გაუჭირდა ფორმაში ჩადგომა და ბევრი უკვე უკიჟინებს,წადი ტურისტად,დაისვენეო.ახლა უკვე ხვიჩას შესდგნენ და უკადრებელს აკადრებენ.არ არის ასე,რომ გულდაწყვეტილმა კაცმა,მეტადრე ბიჭმა,მეორე დღეს კვლავ ძველებური ცეცხლით და თავგანწირვით ითამაშოს.უსამართლო მოპყრობას შეხვედრილი,სტიმულს ჰკარგავს და ჩაიკარგება,ჩაქრება.ძალიან ნიჭიერი ადამიანი,ამავე დროს,ძალიან მგრძნობიარეცაა და მას მოფრთხილება უნდა,არათუ დაცინვა,დამცირება და ცილისწამება.
კაცი ცხენით მიდიოდა და სადღაც ისეთ ადგილას,სადაც ხალხი ახლოს არ ცხოვრობდა,მიწაზე დაგდებული,დასუსტებული კაცი დაინახა.ჩამოვიდა ცხენიდან,მივიდა მწოლიარესთან,დაეხმარა,შესვა თავის ცხენზე,რომ სოფლამდე როგორმე მიეყვანა,დაცემულმა კი,ცხენს შემოუძახა და გააჭენა.მიხვდა ეს კაცი,რომ მოატყუეს და ცხენით გაქცეულს მიაძახა,ნურავის ეტყვი,რომ ეს გამიკეთეო.ქურდი გაჩერდა და გაკვირვებულმა ჰკითხა,რატომო.იმიტომ რომ, სხვა ამას რომ გაიგებს,ადამიანის რწმენას დაჰკარგავს, სიკეთის გაკეთების სურვილი გაუქრება და გაჭირვებულს აღარ დაეხმარებაო.მგონი მიმიხვდებით,რისი თქმაც მინდა.
სოსო
17 სექტემბერი 2021 17:43
0
ხვიჩა 17.5%-ით მეორე იყო 60 კაცში. 40 საუკეთესოში 1%-იანებიც კი მოხვდნენ. უცნაური კონკურსია. 60-იანი კონკურსის შედეგები ტუტტოსპორტის საიტიდან მოხსნილია! 40 საუკეთესოში პირველ ადგილზე გასლი თურქიც ვერ მოხვდა!?
რეზო
17 სექტემბერი 2021 17:22
0
40 საუკეთესოს შორის ვერმოხვედრა ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო არაფერ შუაშია. ხვიჩამ მეორე ადგილი დაიკავა ხმების 17,5%-ით. 40 საუკეთესოში კი 1%-იანებიც მოხვდნენ. პირველ ადგილზე გასულიც არ არის 40-ში! უცნაური კონკურსია...
რეზო
17 სექტემბერი 2021 17:00
0
ხვიჩა, ჩვენო ძმაო, ჩამოსულიყავი ნაკრებში, გეთამაშა, ერთ გოლს მაინც შეაგდებდი და გამოგადგებოდა პირადშიც და ჩვენც გაგვახარებდი. როცა შენი პირადი შენი ქვეყნის პირადთან შეთავსებული არ არის, ცუდად ტრიალდება ბედის ბორბალი. არ გეწყინოს ეს კომენტარები, გეტყვიან შენ, რომ "აი ასეთები არიან ქართველები, ზურგს გაქცევენ" და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ძალიან გვიყვარხარ და შენ ხარ ერთადერთი იმედი დღევანდელი ქართული ფეხბურთის და ძალიან გთხოვ მე პირადად, ნუ წაგვართმევ ამ იმედს...
lasha-giorgi
17 სექტემბერი 2021 16:28
1
მამუკოვიჩ, მარტო ჯუღელის ხმა არაა საკმარისი ))
გია
17 სექტემბერი 2021 10:34
3
ხვიჩა, გამოდი და თქვი რატომ არ ჩამოხვედი?!ახსენი და თუ არ ახსნი და დაიმალები, სულ ეს აზრი იქნება შენზე რომ თავი აარიდე და ა.შ. ეს ფეხბურთია ძმაო, და არა კერძო ბიზნესი სადაც სხვას არაფერი ეკითხება. ფეხბურთი ნაციონალური ამბავია, ყველასთან ხარ ანგარიშვალდებული ვინც ტაშს გიკრავს..თუ არადა წადი ნაკრებიდან და გინდა რუბინში ითამაშე მერე და გინდა პიუნიკში,ეგრე არ გამოვა
gio
17 სექტემბერი 2021 10:27
4
თბილისის დინამოში და დაამტკიცოს აქ რომ მაგარია
ისიდორე
17 სექტემბერი 2021 10:24
1
წინაზე პირველად როცა მოხვდა მაგ სიაში, ყოველდღე კიარა დღეში რამდენიმეჯერ შევდიოდი და ხმას ვაძლევდი, ხან ტელეფონით ხან ლეპტოპით.. ბედნიერი ვიყავი რო დავინახე ნაკრებში ასეთი მონდომებით და მოტივაციით მოთამაშე ფეხბურთელი.. რაც სექტემბრის ამბები დატრიალდა, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, არ მეგონა კვარაცხელია თუ იზავდა ამას და საერთოდ მასზე ნიუსების წაკითხვაც აღარ მინდოდა... რუბინის თამაშებს ყოველთვის ლაივში ვუყურებდი და ერთი სული მქონდა რო ის თამაში ნაკრებში გადმოეტანა სექტემბერში... მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მას წარმატებებს ვუსურვებ და დიდ გრანდში მოხვედრას... მე შეიძლება ვცდები და მაპატიოს ყველამ თუ სხვები ასე არ თვლიან
jigari
17 სექტემბერი 2021 04:19
4
ასე დაგსაჯა ხალხმა, მისი არაფრადჩაგდებისთვის!
fsiuu
17 სექტემბერი 2021 03:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული