კიტეიშვილის გაყვანით "შტურმი" მარცხს შეურიგდა - ავსტრიული პრესა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმის" წაგებას (სტუმრად, "მონაკოსთან" 0:1) ავსტრიული Weltfussball გამოეხმაურა:

"სტუმართა მწვრთნელი 71-ე წუთზე მარცხს საბოლოოდ შეურიგდა, რადგან ოთარ კიტეიშვილი და კელვინ იებოა მოედნიდან ერთდროულად გაიყვანა.

ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა ახლახანს მოიშუშა, იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი კი საუკეთესო ფიზიკური კონდიციებიდან შორსაა."

"შტურმი", რომელიც ავსტრიის ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს, 19 სექტემბერს ბოლოადგილოსან "ტიროლს" უმასპინძლებს, ევროპა ლიგის მეორე ტურში კი, 30 სექტემბერს, კიდევ ერთ ძლიერ მეტოქე პსვ-ს მიიღებს. ნიდერლანდური კლუბისა და "სოსიედადის" დაპირისპირება 2:2 დასრულდა.

 

alt

ქართველები ევროტურნირებზე: სათადარიგო ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი მონაკოში, ქართული დერბი ბრატისლავაში [VIDEO]

altქეცბაიამ მარცხი აღიარა, კაჭარავა დაბრუნდა, შემდეგი მატჩი ჩაკვეტაძის წინააღმდეგაა

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ შტურმს ამ ჯგუფში არანაირი შანსი არ აქვს გასვლის მე 3 ადგილის აღებაც კი გაუჭირდება,თუმცა მეორე მხრივ თავად ოთოსთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა რომ ასეთძლიერ გუნდებთან თავი გამოიჩინოს რომ უკეთეს გუნდში და ჩემპიონატი გადავიდეს მაგრამ აშკარად შტურმს ძალიან გაუჭირდა გუშინ ფაქტობრივად ბურთი არ მისცა მონაკომ და ძალიან დაჯაბნა.
გელა
14:29 17-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული