"სტუმართა მწვრთნელი 71-ე წუთზე მარცხს საბოლოოდ შეურიგდა, რადგან ოთარ კიტეიშვილი და კელვინ იებოა მოედნიდან ერთდროულად გაიყვანა.
ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა ახლახანს მოიშუშა, იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი კი საუკეთესო ფიზიკური კონდიციებიდან შორსაა."
"შტურმი", რომელიც ავსტრიის ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს, 19 სექტემბერს ბოლოადგილოსან "ტიროლს" უმასპინძლებს, ევროპა ლიგის მეორე ტურში კი, 30 სექტემბერს, კიდევ ერთ ძლიერ მეტოქე პსვ-ს მიიღებს. ნიდერლანდური კლუბისა და "სოსიედადის" დაპირისპირება 2:2 დასრულდა.
ქეცბაიამ მარცხი აღიარა, კაჭარავა დაბრუნდა, შემდეგი მატჩი ჩაკვეტაძის წინააღმდეგაა