აბურჯანიამ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ "ჟილ ვისენტეში" პირველი გოლი გაიტანა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-6 ტურში "ჟილ ვისენტე" სტუმრად 0:1 მარცხდებოდა "ბელენენსეშთან", 86-ე წუთზე შეცვლაზე აბურჯანია შევიდა, 90+2-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

აბურჯანია "ჟილ ვისენტეში" ივლისის დასაწყისში გადავიდა, ჩემპიონატის მეოთხე მატჩში მიიღო მონაწილეობა და სადებიუტო გოლი გაიტანა - ის სტანდარტულისას ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში და ბურთი თავით გაიტანა.

"ჟილ ვისენტე" 8 ქულით მე-6 ადგილზეა და 25 სექტემბერს "პორტუს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გოლი რომ გაიტანა კარგია, მაგრამ კაცს რომ 86 წუთზე შეგიშვებენ საბურთაოდ ეგ არი ცუდი. ჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი დიდი ვერაფერი ბედენაა(არ ითვლება ტოპ ჩემპიონატად), "ჟილ ვინსენტე" ხომ საერთოდ პორტუგალიის ჩემპიონატის საუალოზე საშუალო გუნდია და იქაც ვერ ხვდება ძირითადში, პორტუში ან ბენფიკაში რომ თამაშობდეს კიდევ მესმის. აბურჯანიას ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ის ზანტი ფეხბურთელია, დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერი კეთდება მაღალ სიჩქარეზე, თუ ამას ვერ აკეთებ მორჩა კაპიკია შენი ფასი. და კიდევ ერთი ნაკლი რაც ყველა ქართველი ფეხბურთელის თავის ტკივილია, სუსტი ფიზიკური მომზადება, თითქმის არცერთი ქართველი ფეხბურთელი არაა მაზდ 90 წუთი ითამაშოს თანამედროვე ტემპის ფეხბურთი.
დათო
11:07 19-09-2021
4
შემთხვევით მოხვდა თავზე ბურთი.
Burti
08:19 19-09-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული