ჩაკვეტაძე თავის შანსსა და მეტ ნდობას ელის!

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ჟუპილერ ლიგაში სუსტად გამოიყურება - გუნდს 13 გოლი აქვს გატანილი და მართალია, მოქმედი ჩემპიონი "ბრიუგე" 6:1 დაამარცხა, თუმცა 6 მატჩის შემდეგ მხოლოდ 7 ქულა აქვს და მე -16 პოზიციას იკავებს.

როცა საქმეები კარგად ვერ მიდის, მწვრთნელები ცვლილებებს მიმართავენ, თუმცა ქართველმა ნახევარმცველმა ნდობა ისევ ვერ მიიღო...

ჩაკვეტაძეს ყველაზე მეტი დრო კონფერენს ლიგაზე, ლატვიური რფს-ის წინააღმდეგ მიეცა - 28 წუთი. გასაგებია, რომ ის იდეალურ ფორმაში არაა, თუმცა საქართველოს ნაკრების შეხვედრებშიც გამოჩნდა, რომ ყველაფერს აკეთებს, კარგ კონდიციებს მიუახლოვდეს. თუმცა, ამისთვის
ფსიქოლოგიური ბარიერებიც აქვს გასავლელი - უნდა დაიჯეროს, რომ ისევ შეუძლია!

ქართული სპორტული გვერდები ჩაკვეტაძის თბილისის "დინამოში" გარკვეული დროით დაბრუნებაზე წერენ, რათა გიორგიმ ფორმაში შესვლა შეძლოს. კახა ცხადაძემ დაანანონსა,რომ გუნდი ისეთი ფეხბურთელებით გაძლიერებას აპირებს, უკანასკნელ წლებში საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი მოთამაშეები რომ იყვნენ...

19 სექტემბერს "გენტი" "კოტრაიკს" სტუმრობს, რომელთანაც საკმაოდ უჭირს და უკანასკნელ ორ შეხვედრაში დამარცხდა.

გიორგისთვის სასურველ პოზიციაზე - ფორვარდების უკან და ცენტრალურ ნახევარმცველებზე წინ, მუდმივად 30 წლის უკრაინელი ლეგიონერი რომან ბეზუსი თამაშობს. "ჩაკვეზე" დაყრდნობა კიდევ არაერთ პოზიციაზე შეიძლება...

შორს არც ოქტომბრის სანაკრებო მატჩებია...

alt"გენტი" ესტონეთშია, ჩაკვეტაძეზე კი ისევ ცოტა ვიცით...

altქართველები ევროტურნირებზე: სათადარიგო ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი მონაკოში, ქართული დერბი ბრატისლავაში [VIDEO]

altბულგარეთი-საქართველო. როგორც იქნა - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე სასტარტოში!

მკითხველის კომენტარები / 9 /
ტანკისტი მომეცონა.მაგარია.
vagneri janashia.
19 სექტემბერი 2021 21:26
0
ბოლნისის სიონში. დაეხმარება გუნდს
ისიდორე
19 სექტემბერი 2021 17:12
8
ეს ორი უკვე ამხანაგური თამაში მაინც აცალონ სანიოლს-მოაშორონ ხიზანიშვილი და დავინახოთ რა შეუძლია.
ჟურნალისტებს გთხოვთ აწიეთეს თემა- თუ სანიოლია მწვრთნელი ხიზანამ მიაყენოს-პირველ პერიოდში ხო "დაეხმარა" და გუნდი გააცნო,ახლა ჩამოშორდეს და ვნახოთ სანიოლს რა შეუძლია-ეს უკეთესი იქნება თვითონ ხიზანასთვის-ახლა კიდე თვითონ თუ ჩამოუწიკწიკა გამოსაძახებელი ხალხი და შემადგენლობა-წაგების შემთხვევაში მაგის თავს ვერ გამოწიწკნის ხალხს ზელიდან ვეც სალუქვაძე-ცქიტო და ვერც პატრული.
და ტანკისტი დაუშვილები,ქვილითაიები,ვაკოები და ა.შ. მოშორდნენ ნაკრებს,ეგ სომხების და მაკედონიის ბულკები
Levani
19 სექტემბერი 2021 15:55
8
დაუშვილი პარასკევას მაგონებს, ხელ-ფეხის პაპუასისებრი ,ი,ოქნევებით, რობოზონის უკაცრიელ კუნძულის სანაპიროზე ეულად მორბენალს
ლევანი
19 სექტემბერი 2021 23:00
0
ეგ კი ბატონო გასაკეთებელია, ბარე კიდე ბევრი, მარა "бежали робкие Грузины" (ლერმონტოვი).
ავთო
19 სექტემბერი 2021 19:34
2
ბეზუსმა რაც ის სუპერ გოლი გაიტანა მესის სტილში იმის მერე ვინღა დასვამს სკამზე ? ჩაკვეს შანსები უფრო შემცირდა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა წანოვიდეს იქედან !
ზურა222
19 სექტემბერი 2021 15:18
5
ამ ეტაპზე ფორსირება არ არის საჭირო!!! გიოს დრო იანვრიდან მოვა. დარწმუნებული ვარ, წარმატებული!!!
tngh
19 სექტემბერი 2021 14:55
5
თუ არ ითამაშა,ვერც მაშინ აკრეფს ფორმას.
სოსო
19 სექტემბერი 2021 17:18
2
ფიფიას უნდა უმადლოდეს ამის გამო... აკი უხდიდა კიდეც მადლობებს... დიახ, ეს ბიჭი სწორ ნაბიჯად მიიჩნევდა ამ ნაგავში მოხვედრას.
ლევანი კახეთი
19 სექტემბერი 2021 14:35
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული