ზეაქტიური გვილია - ვაკოს ძალიან ემადლიერებიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ვაკო გვილია "რაკუვში" გადასვლისთანავე გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან აქებს.

გვილიას ადაპტაცია საერთოდ არ გასჭირვებია, პოლონეთის ექსტრაკლასას გასულ ტურში "ლეხთან" სტუმრად სადებიუტო მატჩში (2:2) შეუცვლელად ითამაშა, დღეს მელეცში ადგილობრივ "სტალთან" სასტარტოში იყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი 68-ე წუთზე მოედანზე კაცნაკლული დარჩა, იმ მომენტისთვის 1:0-ს იგებდნენ და საბოლოოდ 3:0 იმარჯვეს.

ვაკო მარცხენა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ ამჯერადაც ძალიან სასარგებლო იყო, მეკარე სტრუჩოკმა რამდენიმეჯერ არ დაანება
გოლის გატანა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

"რაკუვი" 11 ქულით მე-6 ადგილზეა, ლიდერ "ლეხს" 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 25 სექტემბერს "რაკუვი" ვარშავაში "ლეგიას" დაუპირისპირდება და გვილიას თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია რო ათამაშდა, იმედია ოქტომბერში ნაკრებში ექნება კარგი თამაშები
irakli
19:19 19-09-2021
2
არადა ლეგიაში პირველი სეზონი რო ქონდა ეგეთი ვაკო საჭიროა ნაკრებში და სხვათაშორის შვეიცარიის დროსაც კარგი იყო ვაკუნა . ჩემი აზრით საჭიროა გვილია , ყოველშემთხვევაში სულ უკან პასზე მაინც არ ფიქრობს .
ლშა_იუვენტინო
20:43 19-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული