თასზე "ლოკორენ-ტემსესთან" შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ჟუპილერ ლიგის მე-8 ტურში "ანტვერპენის" კარიც დალაშქრა.
56-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევისას მიქაუტაძეს პასი ჯელოუმ გაუკეთა, ქართველი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თავზე გადაუგდო ბურთი და თავისი გუნდი დააწინაურა. 75-ე წუთზე გიორგი შეცვალეს, მასპინძლებმა კი ამის მერე ორი გოლი გაიტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.
"სერენი" 9 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 სექტემბერს გასვლაზე "გენკს" შეხვდება.
იმედია, შეამჩნევენ და მსოფლიოს დაანახებს თავის შესანიშნავ დონეს!..
ისე, მე სუარესის გარდა რამაზ შენგელიაც გამახსენა ჟორჟის მოძრაობებმა...
ეს რო ჩვენი ნაკრები და ქვილითაია ყოფილიყო კი არ გაისხსნებოდა-კარიდან ზურგით მოითხოვდა ბურთს და თუ გაიხსნებოდა მემარწს გაარტყავდა გულმკერდში.
ასე რომ-ხიზან წადი,გაიცნო უკვრ სანიოლმა გუნდი და აცადე,ვნახოთ თვითონ რას გააკეთებს