ხვიჩა შეცვალეს, სლუცკი გააძევეს, "რუბინი" "ზენიტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში „რუბინი“ საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა ლიდერ „ზენიტთან“.

სტუმრები უკეთესად თამაშობდნენ, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.

67-ე წუთზედ დმიტრი ჩისტიაკოვის ავტოგოლით ყაზანელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს, 73-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, ხოლო 77-ეზე მსაჯმა სერგეი ივანოვმა მასთან კამათისთვის მასპინძელთა მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სლუცკი ძალიან უკმაყოფილო იყო არბიტრის გადაწყვეტილებებით და სისტემატურად გამოთქვამდა პროტესტს.

„რუბინი“ 14 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და
26 სექტემბერს მოსკოვში „დინამოს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 37 /
კვარაცხელია ზენიტის შემადგენლობაში თამაშობდა
kaxa
20 სექტემბერი 2021 22:27
3
ვუყურე თამაშს, სამწუხაროდ კვარას ფეხი არგაანძრევინეს.. წარმატებები მომავალ შეხვედრებში!
jiiii
20 სექტემბერი 2021 22:21
2
ხალხო, ახლა ხვიჩას უნდა ყველაზე მეტი მხარდაჭერა!! ვინც ჩემს კომენტარებს იცნობს, ყველამ იცით, რომ თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობდა მასზე სექტემბრის მერე, მე ვიყავი. მაგრამ თუნდაც ვფიქრობდეთ, რომ შეცდომა დაუშვა, არ უნდა ჩავიციკლოთ და მისი უგოლო თამაშები სიხარულს ან რაიმე მცირედი ნიშნის მოგებას არ უნდა გვძენდეს. დღეს, მანამდეც მას ეტყობოდა უმოტივაციო თამაში, თითქოს მოშვებული იყო, თითქოს დრიბლინგზე წასვლა აღარ უნდოდა და აღარც მოტყუება, მიიღებდა ბურთს და უკვე იმაზე ფიქრობდა პასი ვისთვის მიეცა, მაშინ როცა წინა სეზონში თავის საჯარიმოში მიღებული ბურთით რიოკით გარბოდა მეტოქის ნახევრისკენ, ამიტომ ხვიჩამ უნდა იცოდეს, რომ მისი თამაშით ნებისმიერ შემთხვევაში ვისიამოვნებთ და ვუგულშემატკივრებთ. გვჯერა, კიდევ გაგვახარებს საქართველოს ნაკრების მაისურით გატანილი გოლებით!!! ბოლომდე ხვიჩა, შენს მაქებარსაც და მაკრიტიკებელსაც ერთი სურვილი აქვთ, რომ შენ მაგრად ითამაშო და ასეც იქნება!!!
jigari
20 სექტემბერი 2021 22:18
3
ხვიჩას ჩოლკები უშლის ხელს!! დონე დააგდო ამ ბიჭმა ან გული აქ აცრუებული რა ვი რა ცუდად კი მისდის საქმე
დათო
20 სექტემბერი 2021 22:07
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული