სლუცკი: კვარაცხელიას მილიონი დაჟეჟილობა აქვს, უამრავი ჰემატომა - მსაჯი ივანოვი პროფესიულად გამოუსადეგარია

AutoSharing Option
"ზენიტთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში საკუთარ მოედანზე წაგებულ მატჩში (1:3) "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი კი 77-ე წუთზე გააძევეს. ნამატჩევს სლუცკიმ მსაჯი სერგეი ივანოვი მკაცრად გააკრიტიკა:

"რომ ჩამოვთვალო ფოლების რაოდენობა, რომლებიც იყო და რომლებზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა, მე ხელებსა და ფეხებზე თითები არ მეყოფა. მთელს მსოფლიოში იცავენ შემტევი ტიპის ფეხბურთელებს და სწორადაც იქცევიან. ჩვენთან კვარაცხელია მთლიანად "ყინულზე ზის", მილიონი დაჟეჟილობა აქვს, უბრალოდ უამრავი ჰემატომა. ალბათ, თვითონ დაიშავა საკუთარი თავი. ამიტომ ვთვლი, უკვე
ვთქვი ფლეშ-ინტერვიუში, რომ მსაჯი ივანოვი პროფესიულად გამოუსადეგარია.

Sportall.Ge

მე არ დავეთანხმე მის გადაწყვეტილებას. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არანორმატიული ლექსიკა არ გამომიყენებია. ვუთხარი, რომ განუსაზღვრელი როდენობის დარღვევებს არ აქცევს ყურადღებას და კვარაცხელიას ან ინ ბომის სტილის მოთამაშეებს და არა მარტო მათ, იგივე ეხება "ზენიტის" ფეხბურთელებს, ანუ კრეატიულებს გაფრთხილება სჭირდებათ. ის კი უგულებელყოფს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების მიმართ დაუსრულებელ უხეშობებს, არსებითად უფლებას აძლევს მათ წინააღმდეგ წესების დარღვევას, რაც ტრავმებს იწვევს. მე ვუთხარი, რომ ხალხი კვარაცხელიას თამაშის სანახავად მოდის, ან მალკომის, ამ ძიუბასი, მაგრამ არა ბატონი ივანოვის.

ჩემი აზრით, მსაჯობის დონე კატასტროფული იყო. შემთხვევით არ არის, რომ 15 წლის მანძილზე კარიერაში, თითქმის 600 მატჩში, მხოლოდ ორჯერ გამაძევეს და ორივეჯერ ივანოვმა. ის განზრახ ეძებდა მომენტებს".

მკითხველის კომენტარები / 21 /
უნდა გააგრძელოს განვითარება! უკეთესი გუნდი წაიყვანს.
ლევანი
23 სექტემბერი 2021 12:37
0
სსრკ-შიც იყო მსაჯი გვარად ივანოვი... კარგი არაფერი მახსოვს მისგან. ნეტავ იმის შთამომავალი ხომ არ არის ეს...
tngh
21 სექტემბერი 2021 18:55
1
მასაჯი ძალიან მიკერძოებული იყო! ხვიჩაზე ჯარიმებს არ ნიშნავდა და თუ ხვიჩა მოიგებდა ორთაბრძოლას მას აჯარიმებდა! მიუხედავად ამის რუსული გუნდის პირობებში ზენიტმა მაგრად ითამაშა! რუბინმა წააგო იმიტომ რომ სლუცკიმ ვერ მოამზადა სათანოდ გუნდი! აბელგორმა და ინბომა ბევრი შეცდომა დაუშვეს! დრეირი და დესპოტი საერტოდ დაიკარგა! კარგი იყო როგორც ყოველთვის დიუპინი! კარგად იტმაშა ხაკშაბანოვიჩმა, სლუცკიმ გინდი უკეტესად უნდა მოამზადოს ფიზიკურად! ხვიჩას აქვს გაბარიტები რომ ფიზიკურად გაძლიერდეს! რათა კორპუსით შეძლოს მოშნად თამაში, მაშინ ნაკლები მოვდება ფეხებში!
რობი
21 სექტემბერი 2021 16:19
0
Kargit Ra acalet gamovides fsiqologiuri wnexidan mesmis titqmis darwmunebuli iyo rim wavidoda da ver moxerxda datrgunulia are dagaviwydet qartuli mentalitet rogor mzimed gamovdivart problemebidan exla Unda tanadgoma aucileblad chavodes ojaxis wevri an uaxlesi megobrebi es jurnalustebi kide iset kitxvebs ki nu usvamt rim kide upro daigruzos mouwyvet chartvebi dilus gadacemebshi romelime bavshta klubidan achvenos bavshvebs raime sapexburto elements rogor asrulebs bavshvebtan urtiertoba amshvidebs davexmarot xvicha Didi fexbrteloba inteleqtsac moitxov girchev wigni waikitxo tundac data tutashxia daiwye cota rtulia magram TU chaughrmavdebi mogewoneba tan megrelzea( tavghiebi iapian separatizmad aghiqvamt albat magram mkid..a) xvicha mtavaria sakutar tavs tviton misce motivacia Ori da Sami meurve Kiara swori gadawyvetilebebit magatac gaumklavdebi gaamravalperovne arsenali charter damaluli moulodneli araordinaluri gadawyvetilebebi
Kaxa
21 სექტემბერი 2021 15:28
0
კახა-ს

წერეთ რა ქართულად, სეპარატიზმი რა შუაშია.
ლევანი
25 სექტემბერი 2021 16:33
0
სასწრაფოდ წავიდეს რუსეთიდანო.რჩევა და თითების წკაპუნი კარგია.იყიდეთ ვინმემ მილანი და წაიყვენეთ თქვენ.
Ანდა კიდევ ტოტენჰემში რომ გადასულიყო მცველები მარაოთი დაუწყებენ დევნას უკან და გაუნიავებენ არ დასცხესო??? ჩეხვა და მტვრევა ინგლისში არი თუ არი...
Ნებისმიერ ლიგაში არი ჩეხვა და ბალეტი აღარსად აღარ არი უკვე
ბაბუაწვერა
21 სექტემბერი 2021 14:50
2
ხვიჩა ნაღდად უნდა წასულიყო სექტემბრამდე იმიტომ რომ უკვე პერსონალურად ეთამაშებიან და ყველა თამაშში მწვრთნელები ხალკე გეგმას ამუშავებენ ხვიჩაზე თუ როგირ არ გაანძრევინონ ფეხი ! აი ამ თამაშშოც კი გრანდი ზენიტის ერთი ფეხბურთელი მუდმივად დაყვებოდა როგორც კი ცენტრს გადაკვეთდა ეგრევე მეირეც იქვე ახლოს ტრიალებდა და როცა ბურთს მიიღებდა (სხვათა შორის ძალიან იშვიათად იმიტომ რომ ხშირად აიგნორებდნენ პარტნიორები) ეგრევე ორი ეთამაშებოდა და მესამეც იქვე ტრიალებდა ! ანუ რუბინის მეტოქის ტაკტიკა ასეთია--მთავარია ხვიჩა და მაწილობრივ ინ ბომი გააჩერონ და დანარჩენები ვერაფერს ვერ იზამენ ! და ზუსტად ასე გააკეთა ზენიტმა და ასე აკეთებენ უკვე თიქმის ყველანი ! სანამ მაკაროვი იყო გუნდში მანამ ვერ აკეთებდნენ ამას იმიტომ რომ ერთბაშად ორი დრიბლიორის პერსონალკა ძალიან დიდი ფუფუნებაა და ეხლა მარტო ხვიჩა დარჩა და მარჯვენა ფლანგი ვერა და ვერ აამუშავა სლუცკიმ (დრაიერი ლამის პელედ და მარადონად შერაცხეს ვერ ქაჩავს მარჯვენა შემტევად) და ასე თუ გაჯრძელდა არანაირი პროგრესი აღარ ექნება -როცა პერსონალურად გყავს მცველი და ბურთის მიღების დროს ან ფეხში გირტყავს ან ეგრევე მარწუხებში გაქცევს ხვიჩას კი არა მესისაც გაუჭირდება ! აი ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდეს იანვარში იმიტომ რომ უცხოეთში ამხელა ყურადღენას ნაღდად არ დაუთმობენ მწვრნელები და მცველები იმიტომ რომ ხვიჩას დონის ფეხბურთელები ევროპაში მინიმუმ 50 მაინცაა !
ზურა222
21 სექტემბერი 2021 14:21
0
რუსეთში ყველა სპორტში გვყოლია და ეხლაც გვყავს ქართველები, ვინც ხანგრძლივი ვადით დარჩა რუსეთში, ყველამ გაიფუჭა კარიერა. გარდა ტალანტისა ტვინიც საჭიროა, რუსეთში ჩასვლა ნიშნავს კარგ ხელფასს, მაგრამ კარიერული პერსპექტივის განადგურებას.
დაT
21 სექტემბერი 2021 13:24
1
Chamoviyvanot slucki dinamos da nakrebis mwvrtvnelad.axalgazrdebtan magra mushaobs.
Gia
21 სექტემბერი 2021 12:59
3
სიმართლე ბოლომდე ვთქვათ- გაზაფხულზე როცა სეზონი მთავრდებოდა 3-4ტურით ადრე ხვიჩამ ბარძაყის კუნთი დაიზიანა.
კუნთის მკურნალობას 21 დღე სჭირდება+ 3 დღე უბურთოდ ძუნძული და ამ 24 დღის მერე ფეხბურთელს შეუძლია სრული დატვირთვით გუნდთან ერთად ვარჯიში-მე არ ვპროფესორობ,ამ აზრზე იყო ცხონებული ზაქრო თელია.
ვინც მოითმენს ის მოიგებს პრინციპია-თუ ადრე დაიწყებ ვარჯიშს მოგვიანებით რეციდივა გექნება-რადგან კუნთოვანი ბოჭკოები ვერ ასწრებენ უფრო ადრე აღდგენას-სულერთია რომელი საუკუნეა-ადამიანის ორგანიზმი არ შევლცვლილა ბოლო 20-30 წელი.
ამათმა კიდე ვოლტარენებით და ამპლიპულსებით 10 დღეში დააბრუნეს და ბოლო 2 თამაში ათამაშეს სიხარბის გამო-ევროთასებზე გასვლის შანსის გამო.
შედეგად გაზაფხულის მერე სულ ბარძაყზე ყინულით ვხედავთ და მანამდე ჯანსაღი ფეხბურთელი სულ ტრავმირებულია.
ყველაფერი მაგათი სიხარბის ბრალია-იმ კონფერენს ლიგაზე რაკუვმა გამოაგდო.თუ ასე პრიორიტეტი ოყო 2-3ფეხბურთელი უნდა დაემატებინათ,ამათმა კიდე მაკაროვიც გაყიდეს.ასე რომ სლუცკიმ და რუბინმა თავის თავს დააბრალონ და ხვიჩა დროზეა საერთოდ მაგათგან გამოსახსნელი(ცუდი კაცი არ არის სლუცკი და მცოდნეცაა-უბრალოდ მე გამაკვირვა მაშინვე-სეზონი მთავრდებოდა და 2 თამაშისთვის ბოლომდე რო არ დაასრულებინეს მკურნალობა
Levani
21 სექტემბერი 2021 12:38
2
ევროლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძოდნენ
სოსო
21 სექტემბერი 2021 23:11
0
მოწინაღმდეგე ფეხბურთელებს რომ დავანებოთ თავი მწვრთნელები უყვირიან და ავალებენ ფეხბურთელებს კვარაცხელიას დამტრევას, ყველა რუსული ლიგის კლუბები რუბინთან თამაშის წინ ავალებენ კვარას მოჩეხვას. რუსეთში კვარას დატოვება კატასტორფული შეცდომა იყო თუ ზამთარში არ წავიდა წასულია მისი საქმე, წარმოიდგინეთ ყველა თამაშზე გამტრევენ განზრახ და როგორ უნდა ითამაშო ის ფეხბურთი როგორიც გიყვარს? სასწრაფოდ წასასვლელია ხვიჩუნა დაგვიჩაგრავენ რუსები.
Baduri
21 სექტემბერი 2021 11:38
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული