Marca-ს მიხედვით, "ვალენსიას" კარს სილესენი დაიცავს

AutoSharing Option
დღეს, 22 სექტემბერს (თბილსის დროით 21:30 საათზე), "ლა ლიგის" მე-6 ტურში "სევილია" "ვალენსიას" "სანჩეს პისხუანზე" უმასპინძლებს. ესპანური marca-ს მიხედვით, "ღამურების" კარს იასპერ სილესენი დაიცავს, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგოთა შორის იქნება.

აღსანიშნავია, რომ გავლელიანმა გამოცემამ მსგავსი პროგნოზი "რეალთან" დაპირისპირებამდეც გამოთქვა, რაც არ გამართლდა. "ვალენსიას" თავკაცი ხოსე ბორდალასი ქართველ კიპერს ნდობას უცხადებს. გიორგის მხარდამჭერი განცხადებები კლუბის ლეგენდარულმა კიპერმა სანტიაგო კანისარესმაც გააკეთა.

Sportall.Ge

"ვალენსია" 10 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, სევილიელებს კი 8 ქულა აქვთ, თუმცა ერთი შეხვედრით ნაკლები გამართეს. "დალაქებმა" საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთხელ
ითამაშეს და "რაიო ვალეკანო" (3:0) დაამარცხეს. "ვალენსიას" მიმდინარე სეზონში სტუმრად არ წაუგია.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება.

altესპანური Marca გიორგი მამარდაშვილზე წერს

altბენზემამ შეცდომა არ აპატია - მამარდაშვილის შეფასებები


მკითხველის კომენტარები / 30 /
სილესენი იქნება რო ასიამოვნებს სევილია შეუცდომელი მეკარე არარსებობს.მარა ტიპს 14 მილიონს რო უხდიან ხო უნდა ათამაშონ .
zaza
22 სექტემბერი 2021 13:34
1
14 მილიონს თუ უხდიდნენ არვიცოდი,მარა როგორც ვიცი დაახლოებით 35 მილიონად შეიძინეს ბარსელონადან,ასეთი მეკარის სათადარიგოზე გადაყვანა უკვე ძაან დიდი პლიუსია მამარდაშვილისთვის. წარმატებები მას
iraklibatumi
22 სექტემბერი 2021 13:57
0
რეალთან პირადად მამარდაშვილმა წააგო თამაში,მორჩა ვერასდროს ვერ ეღირსება თამაშს,
vova
22 სექტემბერი 2021 13:11
67
კრიკეტის პროფესორო, ჯერ ფეხბურთის ანა-ბანა ისწავლე და მერე შეაფასე ფეხბურთელები.
22 სექტემბერი 2021 13:32
1
შენც რამდენ ხანს ელოდი როდის შეცდებოდა და აჰა, მოგეცა ლხენა არა?!
ვოვა ღვარძლიანი
22 სექტემბერი 2021 13:26
1
ყველა გამოხმაურება
სამწუხაროა დამაჯერებლობა აკლდა მამარდას დროებთია მაინც ამოაგდებს სილესენს
beqa
22 სექტემბერი 2021 13:07
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული