"მიყვარს, როცა ჩემს სახელს მღერიან" - ჩაკვეტაძე ბავშვივით გახარებულია

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძე დიდხნიანი პაუზის შემდეგ "გენტის" სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა. 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა "ანდერლეხტის" წინააღმდეგ (1:1) 65 წუთი ითამაშა.

კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გიორგის მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარი გამოაქვეყნა:

"რა თქმა უნდა, როდესაც მოედანზე გამოვედი, ემოციური ვიყავი. ერთ წელზე მეტია, "გენტის" ოფიციალური შეხვედრა სასტარტოში არ დამიწყია. თავს ბავშვივით ვგრძნობდი. ბედნიერი და გახარებული ვარ, ფანტასტიკური შეგრძნებაა.

Sportall.Ge

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან მათ არასოდეს დავვიწყებივარ. მიყვარს, როცა ჩემს სახელს მღერიან. ეს მშვენიერი საღამო იყო."

გიორგის ბოლო პერიოდში ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდა და
მწვრთნელის, გუნდისა და გულშემატკივრების მხრიდან ნდობამ მასზე დადებითად უნდა იმოქმედოს.

"გენტი" 26 სექტემბერს "სერკლ ბრიუგეს", ხოლო 30-ში კონფერენს ლიგის ეგიდით თემურ ქეცბაიას, გიორგი ლორიას, ნიკა ნინუასა და ნიკა კაჭარავას "ანორთოსისს" უმასპინძლებს.

altჩაკვეტაძის 66 წუთი და "გენტის" ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
გიო გვიყვარხარ და შენი იმედი გვაქვს, აბა შენ იცი შენ გენაცვალე, უვარჯიშე მოინდომე და ყველაფერი გამოგივა, ყველამ ვიცით შენი ნიჭი და ქართველი ხალხი უნდა გაგვახარო.
გიორგი
21:06 24-09-2021
2
თუ ითამაშა და ტრავმა აირიდა,ზამთრამდე სრულად აღიდგენს ფორმას.
სოსო
17:42 24-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული